ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბრინჯაოს ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი გაიყოფენ

AutoSharing Option
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ანგარიშზე ამ დროისთვის არცერთი მედალია.

ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრამდე ღვინიაშვილი ნახევარფინალში რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა, ლიპარტელიანმა კი 1/4-ფინალში ბრძოლა სამხრეთკორეელ ხან დონგ გვაკთან დათმო და შემდეგ სანუგეშო ტურნირში გერმანელ აარონ ჰილდერბრანდს აჯობა.

ნახევარფინალამდე ღვინიაშვილმა სუფთად უკრაინელ ქუანჯოუ ნჰაბალის, პოლონელ პატრიკ ციემოჩსკის და სერბ ალექსანდერ კუკოლჟს აჯობა, მეოთხედფინალში კი იაპონელ მაშუ ბაკერს გაუმკლავდა.

ლიპარტელიანმა ტურნირზე საწყის შეხვედრებში არაბული
საემიროების წარმომადგენელ მიხაელ მარკიტანის, ამერიკელ იაკობ ლარსენს, ფრანგ ალეხანდრე იდირს სუფთად მოუგო.

დღესვე მეორე ბრძოლა დათმო და მედლისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ესტერ სტამი, რომელიც ქალთა ტურნირში 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

ასევე იხილეთ:
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. IV დღე: ასეთი უსუსური ჭრიკიშვილი...
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: მწარე ალიყურები
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: ჩემპიონი ანი
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: პაპინაშვილი მასპინძელს ვერ გადაახტა
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგრებოოოოოოოოო.
koki
16:47 28-08-2015
0
მაგრებოოოოოოოოოო.აბა ჰე თქვენ იცით ბრინჯაოს რომელი აიღებთ. რა ტყვილა ხარჯავენ ამ უმაქნისებში ამხელა თანხებს
koki
16:49 28-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული