ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: კუპატაძე მედლისთვის აბულაძეს ხვდება

AutoSharing Option
23 ოქტომბერს, აბუ დაბიში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ირაკლი კუპატაძე იბრძოლებს, რომელსაც გადამწყვეტ შეხვედრაში მეტოქედ რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძე ეყოლება.

ირაკლიმ ტურნირზე სასტარტო ბრძოლა ბელგიელ ვლადისლავ ლიმს მოუგო, ვისთანაც ევროპის ჩემპიონატზე წააგო. ამის შემდეგ კი ტუნისელი ამინე მოჰამედ აიარი და იტალიელი ანდრეა კარლინო ჩამოიშორა გზიდან. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში ყაზახ მაგჟან შამშადინთან დამარცხდა.

დღესვე ჩვენგან ევროპის წლევანდელმა მესამეპრიზიორმა თორნიკე ნაგლიაშვილმაც (60 კგ-მდე) იასპარეზა, თუმცა ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვთან სასტარტო ორთაბრძოლის მოგების შემდეგ, ახალგაზრდებში შარშანდელ
ფინალისტთან, მონღოლ ცოგტბაათარ ცენდოჩირთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული