აბუ დაბის დიდი სლემი: ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალშია

AutoSharing Option
დღეს, 30 ოქტომბერს, აბუ დაბიში დაწყებულ "დიდ სლემზე" ასპარეზობაში სამი ქართველი ძიუდოისტი ჩაება - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60) და ვაჟა მარგველაშვილი (66). მათგან მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ პაპინაშვილი აგრძელებს, რომელიც ნახევარფინალშია გასული.

პაპინაშვილმა ჯერ ჩეხ პაველ პეტრიკოვსა და ესპანელ ფრანსისკო გარიგოს აჯობა, მეოთხედფინალში კი სომეხი ჰოვანეს დავთიანი შებოჭა და ფინალის საგზურისთვის თურქ ბექირ ოზლუს დაუპირისპირდება.

ჩხვიმიანმა საწყისი სამი შეხვედრის მოგების შემდეგ, მეოთხედფინალში უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან წააგო და სანუგეშო ტურნირში გა
დაერთო, სადაც ვერც ყაზახ რუსტამ იბრაევს გაუმკლავდა.

სასტარტო ბრძოლა წააგო და ტურნირს ნაადრევად გამოითიშა მარგველაშვილი, რომელმაც ტაჯიკი უმედ აბდურახიმოვის ბარიერი ვერ დაძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული