ტოკიოს გრან-სლემი: ავთანდილ ჭრიკიშვილის ისტორიული ოქრო - 33 წლის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81 კგ) ძიგორო კანოს სახელობის ტოკიოს გრან-სლემის ჩემპიონია!

ის მეორე ქართველი გახდა, ვინც ეს ზეპრესტიჟული შეჯიბრება მოიგო - 33 წლის წინ, 1982 წელს, ტოკიოში დავით ბოდაველმა გაიმარჯვა, მას შემდეგ კი მისი მოგება ქართველთაგან ვერავინ შეძლო.

ეგ კი არა, ფინალისტიც მხოლოდ სამჯერ გვყავდა - 1981-82 წლებში ბოდაველმა ზედიზედ იჭიდავა, შარშან კი იქამდე ლევან მატიაშვილიც (+100) მივიდა.

ჭრიკიშვილმა ტოკიოში ბევრად გაუმჯობესებული, უფრო ტექნიკური ჭიდაობა გვაჩვენა და პირველივე შეხვედრაში ვაზარით საშიში მეტოქე ჩამოიცილა - გამოცდილი იაპონელი კეიტა ნაგაშიმა. თან სამი გაფრთხილებაც
მიაღებინა.

ახალგაზრდა და პერსპექტიული ჰოლანდიელი ფრენკ დე უაიტი იუკოს შემდეგ დაიპონა, ბერძენთა ქართველი, ახალგარდებში მსოფლიოს ჩემპიონი რომან მასტოპულოსი კი პირდაპირ ბეჭებზე დააგდო.

ნახევარფინალში გაფრთხილებებით მოუგო კორეელთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიადის ჩემპიონ კი ჩუნ ვანს, ფინალში კი მისი თანამემამულე სეუნსუ ლიც, ვინც ნახევარფინალში ჭრიკიშვილის მთავარი კონკურენტი, მსოფლიოს ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე დაამარცხა (ფეხში ხელით შესვლისთვის მოხსნეს იაპონელი) გამართული ტაქტიკით, ჩავლებებზე დამყარებული ჭიდაობით ასევე გაფრთხილებებით დაჯაბნა. ოღონდ ორივე შეხვედრაში ინიციატივას ჩვენებური ფლობდა, რაც მის სიძლიერეზე მიუთითებს.

შედეგად, 33 წლის შემდეგ ისევ ვიზეიმეთ ამ მნიშვნელოვან ტურნირზე გამარჯვება. ამ გამარჯვებით ჭრიკიშვილმა არათუ შეინარჩუნა რეიტინგის ლიდერობა, მნიშვნელოვნადაც გაიმყარა ის.

ამავე წონაში უშანგი მარგიანიც ჭიდაობდა და მეშვიდეზე გავიდა. მან პირველ შეხვედრაში სერბთა ევროპის ვიცე-ჩემპიონი სრდჯან მრვალჯევიჩი ვაზარ-იუკოთი დაამარცხა, კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალეს ვაზარით აჯობა, მეოთზედფინალში კი ზემოხსენებულ კორეელ ლესთან წააგო, დამამშვიდებელში კი არ უჭიდავია ამერიკელ ტრევის სტევენსთან.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტურნირზე ბრინჯაოს მედალი ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა.

ტურნირი კვირას დასრულდება, ჩვენგან კი ვარლამ ლიპარტელიანი (-90), ლაშა გურული, ბექა ღვინიაშვილი (ორივე -100), ადამ ოქრუაშვილი და  ლევან მატიაშვილი (ორივე +100) იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბატონო დევი რომელი კომენტარი აკნინებს აქ ავთოს გამარჯვებას?ეს თქვენ ბრძანებთ რომ აკნინებსო,თუმცა არც ერთ კომენტარში ასეთი რამ არ ჩანს.სტატიის ავტორის მიერ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია რომ უნდა იყოს ზუსტი და კვალიფიკაციური არ ეთანხმებით ამ აზრს?
Nodari
06 დეკემბერი 2015 10:17
0
ჩემზე რომ იყოს, აუცილებლად ჩამოვიყვანდი ძლიერ იაპონელ მწვრთნელს რომელიც განსაკუთრებით დაბლაჭიდში გაავარჯიშებდა ნაკრებებს - შებოჭვა, მტკივნეული, მახრჩობელა და ამათი კონტრილეთები.ასევე გასაძლიერებელია ფეხის აქტიურად ხმარა დგომში ჭიდაობისას
gero
06 დეკემბერი 2015 05:36
0
რა უსინდისო კომენტარებია. მე ყოფილი მოჭიდავე ვარ და ვიცი ამ მოგების ფასიც და ღირსებაც. ეს ბიჭი არ არის უბრალო მოჭიდავე და ტიტულებს დახარბებული ვიღაც. მე მასშიდ ვხედავ ქართული გენის იმ გამოვლინებას რაზედაც გრიგოლ რობაქიძე წასულ საუკუნეში ლაპარაკობდა. ქართველებო გაითავისეთ ეს. ეს გამარჯვება, ამ სამყაროში ქართული გენის განსაკუთრებულობის კიდევ ერთი დამტკიცება არის. დააკვირდით მის გამომეტყველებას ბრძოლის დროს და დარწმუნდებით ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში. ის არ ჭიდაობს, ის პოეტურდ ძერწავს თავის უპირატესობას მოწინააღმდეგის მიმართ და აღწევს გამარჯვებას. ასეთები იშვიათი გამონაკლისები არიან.
devi
05 დეკემბერი 2015 22:45
0
ავთო საქართველოს ლომი!!!
tamta
05 დეკემბერი 2015 17:07
0
კიმ ჩუნ ვანგი სხვაა,ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი არისკიმ ჯე ბუმი.აქ ჭრიკიშვილს მასთან არ უასპარეზია
nodiko
05 დეკემბერი 2015 16:33
0
-რომელ კლასში ხარ გენიოსა?-მეირეში ჩავრჩიიი....
დათოს
05 დეკემბერი 2015 16:13
0
Ulocav mtel saqartvelos . 33 celi aravis mougia da ara 23 celi angarishi iscavlet

dato
05 დეკემბერი 2015 13:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული