ქევხიშვილი ზვიადაურზე: თავში აქვს ეტყობა მაგას პრობლემა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრ ზურაბ ზვიადაურის განცხადებას გამოეხმაურა.

ზვიადაურის თქმით, ძიუდოში 90-იანი წლები ბრუნდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც შემდეგი გვითხრა:


"რა უნდა ვთქვა, თავში აქვს ეტყობა მაგას პრობლემა. რაც შეეხება პირობებს, არასოდეს არ ჰქონია საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ისეთი პირობები, როგორიც დღეს აქვს.

თუ გამომდინარე დიდი ყინვებიდან, ყოველთვის არ არის ის ტემპერატურა, რაც უნდა იყოს, ეს
ალბათ ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, მაგრამ ყოველთვის არის ის ტემპერატურა, რომ მათ ვარჯიშში ხელი არ შეეშალოთ. ზვიადაურის მხრიდან ბრალდებები უსაფუძვლოა", - გვითხრა ქევხიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ზვიადაური დაშოშმინდეს, რა... შეირგოს პრემიები და თავის პუტინოიდ ბიძაშვილს მიხედოს
მერაბი
28 იანვარი 2016 17:47
0
ეს ფედერაცია კაი ხანს იყო არეული. ახლა ძლივს დალაგდა და ალბათ ეს ვერ აიტანეს
მერაბი
28 იანვარი 2016 17:46
0
დღეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ყავს რეფორმატორი, გონიერი, ინტელექტუალური, აქტიური და ინიცატივიანი პრეზიდენტი - დავით ქევხიშვილი. სისტემატურად ვუყურებ ,,SILK სპორტი 2 -ზე" ზურაბ უსუფაშვილის სპეციალურ გადაცემებს ძიუდოზე, სადაც ხშირი სტუმარია დავით ქევხიშვილი.... ვკითხულობ სპორტულ ჯურნალ-გაზეთებს და სპორტულ ვებ-გვერდებს და დათო ქევხიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული მენეჯერია. ამავე დროს საკმაოდ განათლებული პიროვნება სჩანს.
დავითი
28 იანვარი 2016 17:43
0
90 იანები ნამდვილად ბრუნდება, ამაში კი დამნაშავე ამომრჩევლები არიან. არაფრისმაქნისი მუქთახორების ხროვა რომ აირჩიეს გამოტვინებული რუსი ოლიგარქის მეთაურობით
jemala
28 იანვარი 2016 17:32
0
ეს ედერაცია დაგრჩათ ასარევი და ამასაც მიადექით?
1234
28 იანვარი 2016 16:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული