[დღის თემა] სკანდალი ქართულ ძიუდოში - სამშობლო როსკიპი ქალი არაა

AutoSharing Option
ნეტავ რა წყევლაა ასეთი, ქართულ ძიუდოში ყველა თაობამ ბუნტი რომ უნდა მოაწყოს და ყველა ოლიმპიურ ციკლში წარმატებების მაგივრად სკანდალებს უნდა ვუყუროთ?!

დარბაზის გათბობის პრობლემიდან დაწყებული, უთანხმოება გაღუნულ შტანგებზე ვარჯიშამდე და ნაკრების ცუდ პირობებში მომზადებამდე მივიდა, ყველაფერი კი სპორტსმენთა მიერ ქომაგთა გინებით და საქართველოდან წასვლის მუქარებით დასრულდა.

სამწუხაროდ, მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა – განხეთქილებაში ნაკრების წევრებიც ჩაებნენ. როგორც ამ ბოლოს მოდად იქცა, ძირითადი კამათი "ფეისბუქზე"  გაიმართა და სწორედ იქ გაჩნდა ქომაგთა საგინებელი პოსტები, ავთანდილ ჭრიკიშვილის გვერდიდან. იქვე იყო ასევე
გინება ტელევიზიებისადმი, რომ მისი ინტერვიუ სრულად არ გაუშვეს და მუქარაც, მაგათ ინტერვიუს არასოდეს მივცემო.

ჩემთვის ცოტა ძნელია იმის მტკიცება (მით უფრო, არა ვარ "ფეისბუქმომხმარებელი", ხოლო ის პოსტები სხვა ფორუმზე ვნახე გადაბეჭდილი), ეკუთვნის თუ არა ის გვერდი ნამდვილად ჭრიკიშვილს, ან მართლაც მან დაწერა თუ არა ის პოსტი, თუმცა არაა ახალი გვერდი და თან საყოველთაო მოსაზრებით, ნამდვილად ჭრიკიშვილისაა და ნამდვილად მისი სახელით გავრცელდა, ოღონდ ორიოდე საათში წაიშალა. ამასთან, არც ჭრიკიშვილს უარუყვია იმ გვერდთან კავშირი.

ამას უკვე "ფეისბუქზეც" და საიტებზეც მოჰყვა მუქარა საქართველოდან წასვლის შესახებ, რაშიც სხვა სპორტსმენებიც ჩაებნენ...

ერთი სიტყვით, ზვავი უკვე დაგორდა, მას კი ვერავინ შეაჩერებს, ვიდრე თავისით არ გაჩერდება. ახლა ყველას - ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს და იმავე საპარლამენტო კომიტეტის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორმე სპორტსმენები გავარიდოთ ამ ზვავს, რომლებიც ამ ქარბორბალას ცენტრში აღმოჩნდნენ. ვნებებმა უკვე საკმაოზე მეტად ამოხეთქეს. ახლა ის დროა, როცა ემოციები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს და ცივი გონებით მიუდგნენ საქმეს.

თავად სპორტსმენებსაც მინდა მივმართო: შეანელეთ აქტიურობა სოციალურ ქსელებში (მით უფრო, შეკრებაზე ხართ), მოზომეთ ემოციებიც და სათქმელიც. გვესმის, რომ იმ დღეებში დარბაზში მეტი სითბოც გჭირდებოდათ; იქნებ სხვა პრეტენზიებიც საფუძვლიანია (თუმცა ორივე მხარის არგუმენტების გაცნობამდე ამაზე ვერ ვილაპარაკებ), რაოდენ მართლებიც უნდა იყოთ ფედერაციასთან, რაოდენ მძიმე პირობებშიც უნდა გიწევდეთ ვარჯიში, ეს მაინც არ გაძლევთ უფლებას, ქომაგებს აგინოთ (ცხადია, თუ ის მართლაც ჭრიკიშვილის დაწერილი პოსტია). იმ ქომაგებს, რომელთა მიერ გადახდილი გადასახადებით იღებთ ხელფას-პრემიებს, რაც ბევრად აღემატება თავად მათ ანაზღაურებას.

უნდა გახსოვდეთ, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია.

აკი იმ გინებას მოჰყვა კიდეც ქომაგთა დიდი უკმაყოფილება ინტერნეტში: "თურმე უსაქმურები ვყოფილვართ, ამათ საქომაგოდ ღამეებს რომ ვათენებდით", "აწი მე ამათ არ ვუქომაგებ"; "აბა, დღეს ვის ვქომაგობთ - სამხრეთ კორეას თუ ვის?" - ამ დღეებში სოციალურ ქსელებში მსგავსი შინაარსის პოსტები მრავლად გაჩნდა.

ახლა თქვენ დაკავებული უნდა იყოთ მომზადებით, კონკრეტულ მეტოქეებზე ზრუნვით და არა განცხადებების კეთებით. თუ თქვენ ფედერაცია არ გიქმნით პირობებს, ცხადია, გაქვთ უფლება, მოითხოვოთ მათი გაუმჯობესება, მაგრამ აჯობებდა, ამ მოთხოვნით ფედერაციის აღმასკომისთვის მიგემართათ და ეს ამბავი პარლამენტის ტრიბუნიდან არ გახმაურებულიყო, რომელსაც არაფერი ესაქმება საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან.

ან ახლა რომ ჩაერიოს საპარლამენტო კომიტეტი ფედერაციის მუშაობაში, რა სტატუსით? ეს აღმასკომმა უნდა გააკეთოს.

თუ თქვენ მიგაჩნდათ, რომ ამერიკაში თამაზ კირაკოზაშვილის და თორნიკე ნაგლიაშვილის გაგზავნა შეცდომა იყო; თუ მიგაჩნიათ, რომ ხელფას-პრემიები არასწორად ნაწილდებოდა, ამათ მოსაგვარებლად არსებობს აღმასკომი. ვფიქრობ, პრობლემათა მოგვარების საუკეთესო გზა არა ბუნტი, არამედ საკანონმდებლო გზით გადაწყვეტაა და ამას ყველანი უნდა მივეჩვიოთ, როგორც თანამედროვე, დასავლური და დემოკრატიული ურთიერთობის ფორმას.

ვერ ვამტკიცებ, რომ სავარჯიშოდ იდეალური პირობები გაქვთ და თქვენი პრეტენზიები უსაფუძვლოა - ამაზე თქვენ უნდა ილაპარაკოთ, ჩვენ კი მზად ვართ, ტრიბუნა დაგითმოთ. მეც მიმაჩნია, რომ ბევრი პრობლემა აღმასკომის როლის დაკნინებამ განაპირობა ანუ მართვის პრობლემა ნამდვილად დგას - ბევრ საკითხზე მისი ვიზირება რომ ყოფილიყო, ამ საკითხების უმეტესობა არც წამოიჭრებოდა.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენ საკმარისი პრემია არ აიღეთ ან ვინმემ დაგაკლოთ ის; თუ იმით ხართ უკმაყოფილო, რომ წინა წლების მსგავსად, ამჯერად ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად ზემდგომთაგან ვერ იღებთ ჩვეულ გარანტიებს, თქვით ხმამაღლა, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს, სამშობლოს ულტიმატუმის ენით ელაპარაკოთ და სხვაგან წასვლის მუქარა დაიწყოთ - ეს უკვე შანტაჟის ენაა, სამშობლოს კი ასეთი ლექსიკით არ ელაპარაკებიან.

რაოდენ მართლებიც უნდა იყოთ, ამის უფლებას არანაირი სინჯის მედალი არ აძლევს არავის. მსგავს თემებზე აპელირებით თქვენ იმ მიზანსაც აყენებთ ჩრდილს, რისთვისაც ახლა იბრძვით - სავარჯიშო პირობების გაუმჯობესება და ოლიმპიადისთვის კარგად მომზადება.

დღეს ხშირად ისმის, ვარჯიშებზე ვართ გადაგებულნი და მთელ დროს ამას ვწირავთო, მაგრამ განა ვარჯიშს ნაკლები შესწირა ვიქტორ სანეევმა, ფაქტობრივად, ახალგაზრდა კაცი რომ დაინვალიდდა სპორტში მიღებული ტრავმებით? მას მართლა კალთებს ახევდნენ სხვაგან წასვლის თხოვნით, ოქროს კოშკებს აღუთქვამდნენ, მაგრამ ამ არაქართული წარმოშობის კაცს არც უფიქრია საქართველოს დატოვება და თქვენ ჯერ განა რა გაუკეთეთ საქართველოს სანეევის დარი?

თუმცა ვიმეორებ - ათჯერ მეტიც რომ გაუკეთოთ, მსგავს ულტიმატუმს ეს მაინც არ გაამართლებდა.

თავის დროზე ნონა გაფრინდაშვილმა უთხრა უცხოეთში წასვლის ერთ მსურველს, განა რა გაუკეთე საქართველოს ასეთი, პრეტენზიებს რომ უყენებო. თავად მას - ნონა გაფრინდაშვილსაც, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და ლამის რევოლუცია მოახდინა საზოგადოებრივ ცნობიერებაში თითქმის მთელ მსოფლიოში, მაშინაც არ უფიქრია უცხოეთში წასვლა, როცა ამ ბოლო წლებში პოლიტიკურად იდევნებოდა და თქვენ რა გაგიჭირდათ ასეთი?

ხალხმა სიცოცხლე და შვილები შესწირა სამშობლოს, ბევრმა იმ შვილის საფლავიც არ იცის და იმათ რაღა უნდა ქნან მაშინ?! ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, ეს ცოტა სხვა რამეა: "ვიცი, მაგრამ ვერ ვამბობ".

გირჩევთ, წაიკითხოთ ვარდგეს პეტროსიანის "უკანასკნელი მასწავლებელი", სადაც შეხვდებით ფრაზას: "სამშობლოს ტრაგიკული განცდა" - იმედია, ეს ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. იქვე ასეთ ფრაზასაც ამოიკითხავთ - სამშობლო ღამის გასათევი სადგური ნუ გგონიათო - ვფიქრობ, ესეც მეტყველი ფრაზაა, რასაც ისევ დუმბაძის ერთ ფრაზას დავუმატებ - "სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი ამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო. სამშობლო ისაა, თავის ყველიან, ქერქიან, ნახშირიან, მტვრიანად რომ შეჭამ და მოინელებ".

დასასრულ, ვიმედოვნებთ, ვითარების დასაწყნარებლად და ამ ნაკრების სავარჯიშო პროცესის ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად დღესვე გააკეთებენ განცხადებებს სამინისტროც, ოლიმპიური კომიტეტიც და საპარლამენტო კომიტეტიც.

იმედია, ხელფას-პრემიების დახურული თემაც (არაერთი ინფორმაციით, ესეც იქცა დავის საგნად) ამბავიც ერთხელ და სამუდამოდ გამოვა მზის სინათლეზე და ჩვენც გავიგებთ ამ კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
აქ არ არის საუბარი რომ უწხოეტსჰი წავიდოდა სანეევი მაგრამ რუსები ექაცებოდნენ რომ მოსკოვის სპორტკლუბის სახელიტ გამოსულიკო რატა სემდეგ ეტქვატ აი რა სპორტსმენებს ვზრდიტ ტან ამიტ საქარტველოს მდზლეოსნობას ნაკლებ ფულს დაურიცხავდნენ იმის გამო რომ ერტიტ ნაკლები ოლიმპიური ცემპიონი ეკოლებოდა აქ პრესტიჯის და იმ ქალაქის სიკვარული და დაფასება იკო სადაც გაიზარდა და ეს ესმოდა წარმოსობიტ არაქარტველს მაგრამ ბევრზე მაგარ ქარტველს ...ამატ ტურმე ცივ დარბაზსი გაცბრვებიატ აბა ერტი იმ ბიცებს ვკიტხოტ ავტომატიტ კინვასი რომ დგანან საზგვრებს იცავენ და ტუ რამე პირველებს რომ ესვრიან იმატ უცირტ ტუ ულხინტ...ამატგან განსხვავებიტ ისინი რეალურ საქმეს აკეტებენ ქვეკნისტვის და ერტს არ წუწუნებენ ...ხოლო საერტოდ სპორტი არის ფუფუნება გაქვს ტ..ი იციდავე იხტომე გინდ ბურტს სდიე გინდ სხვა რამეს ..მაგრამ იმ ხალხის გინება ვინც მარტლაც სრომობს ნალოგს იხდის რომ სენ იმ რიოსი წასატრევი ბილეტი გიკიდონ ტან ბავსვობიდან მატ ხარდჯზე ცამ სვამ ეგ უმადურობა და არაკაცობაა ..ასე რომ დაახატე კვალას მატ ეგ სენი მედლები ... ტან ის არის კველაზე უსამარტლობა რომ გარიბები და სასუალო წრის ხალხი ვისი ნალოგებსაც ტქვენ ცამტ აი ისინი გგულსემატკვრობენ ზუსტად ( ტქვენ აგინებტ) აბა მე როდესაც ფული მაქვს საკმარისი სულ მკიდია ეგ ტქვენი დზიუდო და სხვა ეგეტი სპორტი დამიდჯერეტ ფულიტ ხალხი უკეტეს გასარტობსაც პოულობს ))) ასე რომ მოტვინეტ ვის აგინებტ ...P.ს ისე სეიცვალა საქარტველო ..ტორემ ვინ სეგარცენდა სენ ხალხის გინებას ოლიმპიადა კი არა კისერმოტეხილი და .. ეკრებოდიტ სადმე სოფლის საავადმკოფოსი აბა კალაკის ექიმიც კი არ მოგკიდებდატ ხელს ტქვენ მატაც ხომ აგინეტ ...გმერტმა არავის არ ვაქეზებ ტორემ გირსები კი ხარტ!!!!!!!!!!!!!!
kikola-s
02 თებერვალი 2016 03:41
0
ნაკრებსჰი რა ხდება არ ვიცი, მაგრამ დაბალ ასაკის ბავსჰვებს გუნდურსჰი გამარჯვებულებს 20-20 პროცენტს არ ადზლევენ და ეუბნებიან ბანკმა დაიტოვაო. ეს ხო ტყუილია . ვის მიაქვს ეს ტანხები. ბიცჰები მარტლა სჰრომობენ და ხელს სხვა იტბობს.
ეკა
02 თებერვალი 2016 00:15
0
Morxeda iqneb simartle gagego d ise gagelandzg es xalxi avto tavis interviushi amxanagebidis darbazidan gamoyras aprotestebda telejurnalistedma misi natqvami amochres. Amitom mat aginebda
Gio
01 თებერვალი 2016 22:58
0
ეს ქევხიშვილი ზუსტად ისე დაამთავრებს როგორც ყვარელში ძალიან ამბიციური ტიპია
ეს ბაზაც მერიისგან წამოიღო ვერც ათბობს ვერც უვლის სპორცმენებსაც ატერორებს გამოსავალია უნდა წავიდეს ისე სიტუაცია არ დალაგდება
joni
01 თებერვალი 2016 20:13
0
მე ნაკრების წევრი არ ვარ მაგრამ მათთან ერთად ვვარჯიშობ,როდესაც თბილისში არიან.ძიუდოს აკადემიაში მართლაც არ არის სახარბიელო პირობები,ტემპერატურა ნორმის ქვევითაა,ხშირად ცხელი წყალი არ მოდის აბაზანაში.გაყვანილობაც ცუდად არის დამონტაჟებული,ერთ დუშს თუ მოუშვებ მეორე ცივდება, ან ცხელდება, მოკლედ გვაკაჟებენ.ხელფასების მე რა მოგახსენოთ მარა ეს ნამდვილად ასეა.

გიორგი
01 თებერვალი 2016 19:37
0
mordex-ს, განსწავლულობით შესაძლებელია თავი ვერც ჩვენ მოვიწონოთ არაძიუდოისტბმა, მაგრამ მათი ასაკი მაძლებს იმის თქმის საშუალებას, რომ საკმაოდ ბევრი მოვლენის მნახველია მათ ცხოვრება,(პირველ რიგში ჭრიკიშვილს ეხება) რის შედეგადაც პიროვნული დაღვინების აბსოლიტური საფუძვლების მიუხედავად ლანძღავს იმას ვინც მას იცავს და გულშემატკივრობს, ასევე შეურაცყოფას აყენებ მის მშობელ-ქვეყანას!და თუ ეს მართლაც ესეა ოხრად შერჩენოდეს ყველა ჩინ-მედალი!
isak
01 თებერვალი 2016 19:16
0
თუ პირობები არ გაქვს და ფულს არ გიხდიან არავინ დაგძრახავს რომ წახვიდე თუ ოჯახს ვერ არჩენ და შენც ვერ ვითარდები მაგრამ მიზეზები არ უნდა გამოწოვო თითიდან და წასვლის სურვილი თუ გაქვს მისი ხელოვნურად გამართლება არ უნდა დაიწყო
ალეკო
01 თებერვალი 2016 18:13
0
ირაკლი თავაძეს! სანაევი რუსული წარმოშობის სოხუმელი დიდი ქართელი სპორცმენი იყო. cccp-მოქალაქე და მე არსად არ წამიკითხია და არც გამიგია. რომ ვიქტორს საქართელოს საფჭოთა რესპუბლიკის დატოვებას, და რუსეთის რესპუბლიკის მიღებას სთხონენ?
kikola
01 თებერვალი 2016 17:42
0
ნამდვილად ზაან ყურად საგები სტატიაა, მაგრამ ქარტველები ოდითგანვე მოგალატეები არიან და დგეს ეს გენი უფრო გააქტიურებულია თქვენი და თქვენი დამპურებლების მიერ. აი დგევანდელი თქვენი მთავრობა მოგალატეობრივ პოლიტიკის გამტარებელია. ქართველები კი ფულის გულისთვის თითქმის ყოველთვის სამშობლოს ყიდიან. აი გაფრინდაშვილი ტერორიზებაზე კი საერთოდ ვერ დაგეთანხმებიტ, რადგან იგი თვითონ ატერორებდა სახელმწიფოს და რუსეთის გადამყრობლივ პოლიტიკას ამართლებდა და ამართლებს გამყიდველებთან ერთად
nati
01 თებერვალი 2016 17:40
0
ავტორს ვეთანხმები სწორი აქცენტები აქვს გაკეთებული წერილში! რაც შეეხება ამ არეულობას არ მგონია გათბობის გამო ამხელა აურზაური აეტეხათ აქ რაღაც ინტრიგას უფრო აქვს ადგილი ვიდრე გათბობის არ ქონას! თუ წასვლა უნდათ დროზე წავიდნენ ამათმა რომ ოლიმპიური მედალი მოიპოვონ მერე ნახე შენ დაყვედრება .....!მოკლედ ყველაფერს შეგაზიზღებენ ........
Gogia
01 თებერვალი 2016 17:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული