ვალერი ლიპარტელიანი: ის, რომ თითქოს ქომაგებს ვაგინეთ, სრული აბსურდია

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტაანმა ვალერი ლიპარტელიანმა ქართულ ძიუდოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს სამყაროში სიტუაციის დაძაბვა ზურაბ ზვიადაურის განცხადების შემდეგ დაიწყო.

შემდეგ კი არსებულ განხეთქილებაში ნაკრების წევრებიც ჩაებნენ.

Sportall.ge ეროვნული ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს დაუკავშირდა და ბოლო პერიოდში მომხდარ ამბებზე გაესაუბრა.

- რეალურად, რატომ გაქვთ უთანხმოება ფედერაციასთან?
- პირადული უთანხმოება არავისთან გვაქვს. ზოგა
დად, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ბოლო პერიოდში და ზუსტად ამაზე გვქონდა საუბრები და ამას მოჰყვა ასეთი ამბავი.

- ჩვენ მხოლოდ ერთი პრობლემის შესახებ ვიცით - გათბობა...
- გავნმარტავ: მხოლოდ გათბობაში არაა პრობლემა, სხვა უამრავი პრობლემაცაა.

- მაგალითად?
- მაგალითად, ურთიერთობა და დამოკიდებულება, თუმცა პრობლემებთან დაკავშირებით ბოლომდე დაკონკრეტება არ მსურს. ერთი ოჯახი ვართ, ყველასთვის პრობლემების გასაჯაროება არ ღირს, არ არის ლამაზი. მაქსიმალურად მოვერიდეთ ამას და იმედი გვაქვს, ამ ყველაფერს მიექცევა ყურადღება და ზომებიც მიიღება.

- გავრცელდა ინფორმაციაც, სპორტსმენები სოციალურ ქსელში გულშემატკივარს აგინებდნენო...
- ის, რომ თითქოს სპორტსმენებმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ვაგინეთ, სრული აბსურდია. ასეთი რამ არასდროს მოხდება. თუ ვინმეს სურს, რომ სპორტსმენებს ჩირქი მოსცხოს და ჩვენზე ხალხმა ცუდად იფიქროს, არ გამოუვა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ საქართველო ვასახელოთ და ყოველთვის ქართველი ხალხის სამსახურში ვდგავართ.

თუ სოციალურ ქსელში ჩვენი მხრიდან იყო ოდნავ რამე გადამეტებული, მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ იქნებოდა, ვისაც შეუძლია ამ სიტუაციის გამოსწორება და ამას არ აკეთებს.

- შენი მხრიდან კი საუბარი სხვა ქვეყანაში წასვლაზე იყო. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?
- მე ვთქვი, რომ ისეთ პირობებს უქმნიან სპორტსმენებს, წასვლა მოგინდება, ანუ სიტუაციიდან გამომდინარე გვაფიქრებენ-მეთქი ამას, თორემ მაგაზე არ ვფიქრობთ. სხვათა შორის, შემოთავაზება ძალიან ბევრი იყო და ახლაც არის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უარს ვამბობდით და ვამბობთ ამ ეტაპზეც.

- ევროპულ ქვეყნებზეა საუბარი?
- მაგას არ აქვს ახლა დიდი მნიშვნელობა - შემოთავაზება ბევრია. ყველა სპორტსმენს შეუძლია, რომელიმე შემოთავაზების მიღება, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვაკეთებთ ამას იმის გამო, რომ ჩვენ ქართველი გულშემატკივარი გვყავს და, შეძლებისდაგვარად, მათ გახარებას ვცდილობთ.

ვისაც არ უხარია და არ სურს ძიუდო წარმატებული იყოს, ეს უკვე მისი პირადი პრობლემაა.

- ანუ, კონკრეტულად, რომელიმე პიროვნების წინააღმდეგი არ ხართ?
- კიდევ ერთხელ ვუსვამ ამას ხაზს: პირადად არავისთან დაპირისპირება არ გვაქვს. ეს არის ქვეყნის სახეობა, ქვეყნის სპორტი და ამ სპორტს ვინც ნორმალურად არ მიხედავს, იმ ადამიანის ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნებით იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ის ვერ მუშაობს და ვერ აკეთებს თავის საქმეს. ყოველთვის ვიტყვით, რომ ეს ასე არ არის.

ასევე იხილეთ:
ქევხიშვილი ზვიადაურზე: თავში აქვს ეტყობა მაგას პრობლემა

მართლა ყინავს თუ არა ძიუდოს აკადემიაში? "ლელო" დარბაზს ესტუმრა

ირაკლი უზნაძე: გათბობა გამორთული იყო თუ ჩართული, არ ვიცი, მაგრამ დარბაზში ციოდა

დავით ქევხიშვილი: ზვიადაურის მხრიდან, სულ მართალიც რომ იყოს, ეს სისაძაგლეა
მკითხველის კომენტარები / 68 /
უნდა მოგეზომატ, ეხლა ცოტა გვიანია, ბოდიში მაინც მოგეხადატ საზოგადოებისთვსი. ეს ატკაზი რაღაა
HOH!
02 თებერვალი 2016 11:57
0
რარას ყვიროდით ტქვენი მართლაა ტავიდან ვე კაცურად მოქცეულიყავი თუ არ გინდოდა მაგაზე ლაპარაკი. დამრიგებელი მაინც როგორ არ გყავთ ტქვენზე უკეტესი
QOUQ
02 თებერვალი 2016 11:51
0
წადისტ სადაც გინდათ, რას იმადლებიტ, ამდენი მუქარა და სანტაჟი ტქვენი მხრიდან უზნეობაა. მოჭიდავეები თუ ხართ ენები მაინც გააჩერეტ, ენა ტქვენ არ მიოგყვებატ და თავები ტქვენ არ გიმუსავებთ და ფეხის დადება კი შეგძკლლებიათ. დაეტიეტ მაგ ტატამზე რააა. ტქვენ მარტლა ვინ ყოფილხარტ ტოო
ეშმაკების მტერი
02 თებერვალი 2016 11:49
0
.... ზვიადაური, აბა სხვა რა ვიფიქრო, როცა ასე მოიქცევი იმის ახსნაც უნდა გქონდეს, ეგენი როგორც მახსოვს ერთად ჭიდაიობდა ყველა და ეს თუ კაცობა გონია ტანაგუნდელტან მალადეც მაგას. მეტს მაგიოსგან მაინც არ ველოდი
saba
02 თებერვალი 2016 11:45
0
აქ ერთგან ამოვიკითხე უმადურობაზე. კიი გვიხარია მაგათი წარმატებები, მაგრამ ასე არაა, ოთხი დრე ასციებიათ და ობიეტური მიზეზების გაგება არ შეუძლიათ და ყველა გაუგებარი კაცი არაკაცი მგონია. სეცივდატ თურმე და მაგათ ეს მიზეზი თუ გონიათ რო არაკაცობას ახსნის ძალიან შეცდებიან. აი ზალიან. მეტი კაცობა მარტებთ და თუ გაითვალისწინებენ კარგია
megreli biWi
02 თებერვალი 2016 11:43
0
რაც ამ ამბებს ვუყურებ, მივხვდი რო არავუინ ღირს ასე ზედ გადაყვე, კაი საქმისთვის მადლობაას არავინ იხდის და ეს მოჭიდავეებიც თუ ასე უმადურიო ხალხი იყო მართლა არ მეგონა. ყოველთვის მეგონა რო მაგათში პ[ატრიოტიზმიც მერტი იყო და კაცობასც. ამის შემდეგ რა ვირწმუნო მაგათი საკუთარ პრეზიდენტს რა ... დაუპირისპირდნენ. ზვიადაურზე არც კი ვამბობ არაფერს ...
jimi
02 თებერვალი 2016 11:41
0
დავით ქევხიშვილს წუხელაც ვუსმინე პირველ არხე. ეს ადამიანი ძალიან გულწრფელი, საქმიანი და კომპეტენტური ადამიანის შტაბეჭდილებას ტოვებს, ჯერ ერთი კაცს ქაშკარად განათლება მიუღია და გონზეა ამ ქვეყნის, თვალნათელია ეს ყველაფერი. ზვიადაური კი სამი წელია პარლამენტშია და იქაც ვერაფერი ისწავლა, ... ხო ხედავთ არაა? ...
levani
02 თებერვალი 2016 11:39
0
მოჭიდავეებს ტავში ავარდნიათ ეს გულშემატკივრის პატივისცემა და ბალეშჩიკობა. ეტყიობა ფიქრობენ რომ ყველა მაგათ უსინდიდ\სობას მიირებს ხალხი რა უნდა ელაპარაკო იმ ხალხს ვინც ვერც მთავრობის მხარდაჭრას გრძნობს და ვერც ფედერაციის ყურადრებას. სულ არაფერიო მინდა მაგათი არც მოგება რომელიც პირველ რიგში მაგათთვის არის სარფიანი და მომგებიანი, ეგენი არავის არაფერს უყოფენ და არც არაფერს ითხოვს ვინმე, უვბრალოდ სხვისი პატივისცემაა მაგათი ვალდებულება ედა ეგ ვერ სეუგნიათ.
tiko
02 თებერვალი 2016 11:35
0
ეს ყველაფერი უსინდისობაა მაგ ხალხის მხრიდან მოჭიდავეებისგანაცაც და ზვიადაურისგანაც. დაუნახავები არიან და .... ზვიადაურის აყოლა თუ მაგათ ხელს მისცემთ ნახავენ. ზვიდაური ყველამ ნახა და გაიცნო ჩემპიონობიდან სადამეც მივიდა. ბანძია, მერე რაა რო პარლამენტში მოხვდა ეს მაგას ღირსებას ვერ მატებს. ცოტა ხანში ნახავთ ვინ იქნება ზვიდაური და ნახვს მაგას ყველა. კაცს ორი წიგნი არ წაუკითხავს, .... მაგას ვინც აყვება მასზე უარესი.
giorgi
02 თებერვალი 2016 11:33
0
მოჭიდავებისაგან, მათ შორის ძიუდოისტებისაგან, არაფერია გასაკვირი. მათი ინტელექტუალური დონე მეტს ვერ ქაჩავს. ასე, რომ ძალიან ნუ ინერვიულებთ ზოგ-ზოგიერტები და ლაითად მიუდექით ამ საქმეს. წასვლა უნდათ და წავიდნენ. გზა ფართოა. თუმცა ყველაზე ფართო გზა რუსეთისკენაა, სადაც ყველაზე დიდი ანაზღაურება და ყველაზე კარგი გათბობა ექნებათ. დავაი, დასვიდანია!!!
ar waiges tvini!!!!
02 თებერვალი 2016 11:26
0

სიახლეები პოპულარული