ვალერი ლიპარტელიანი: ის, რომ თითქოს ქომაგებს ვაგინეთ, სრული აბსურდია

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტაანმა ვალერი ლიპარტელიანმა ქართულ ძიუდოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს სამყაროში სიტუაციის დაძაბვა ზურაბ ზვიადაურის განცხადების შემდეგ დაიწყო.

შემდეგ კი არსებულ განხეთქილებაში ნაკრების წევრებიც ჩაებნენ.

Sportall.ge ეროვნული ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს დაუკავშირდა და ბოლო პერიოდში მომხდარ ამბებზე გაესაუბრა.

- რეალურად, რატომ გაქვთ უთანხმოება ფედერაციასთან?
- პირადული უთანხმოება არავისთან გვაქვს. ზოგა
დად, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ბოლო პერიოდში და ზუსტად ამაზე გვქონდა საუბრები და ამას მოჰყვა ასეთი ამბავი.

- ჩვენ მხოლოდ ერთი პრობლემის შესახებ ვიცით - გათბობა...
- გავნმარტავ: მხოლოდ გათბობაში არაა პრობლემა, სხვა უამრავი პრობლემაცაა.

- მაგალითად?
- მაგალითად, ურთიერთობა და დამოკიდებულება, თუმცა პრობლემებთან დაკავშირებით ბოლომდე დაკონკრეტება არ მსურს. ერთი ოჯახი ვართ, ყველასთვის პრობლემების გასაჯაროება არ ღირს, არ არის ლამაზი. მაქსიმალურად მოვერიდეთ ამას და იმედი გვაქვს, ამ ყველაფერს მიექცევა ყურადღება და ზომებიც მიიღება.

- გავრცელდა ინფორმაციაც, სპორტსმენები სოციალურ ქსელში გულშემატკივარს აგინებდნენო...
- ის, რომ თითქოს სპორტსმენებმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ვაგინეთ, სრული აბსურდია. ასეთი რამ არასდროს მოხდება. თუ ვინმეს სურს, რომ სპორტსმენებს ჩირქი მოსცხოს და ჩვენზე ხალხმა ცუდად იფიქროს, არ გამოუვა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ საქართველო ვასახელოთ და ყოველთვის ქართველი ხალხის სამსახურში ვდგავართ.

თუ სოციალურ ქსელში ჩვენი მხრიდან იყო ოდნავ რამე გადამეტებული, მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ იქნებოდა, ვისაც შეუძლია ამ სიტუაციის გამოსწორება და ამას არ აკეთებს.

- შენი მხრიდან კი საუბარი სხვა ქვეყანაში წასვლაზე იყო. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?
- მე ვთქვი, რომ ისეთ პირობებს უქმნიან სპორტსმენებს, წასვლა მოგინდება, ანუ სიტუაციიდან გამომდინარე გვაფიქრებენ-მეთქი ამას, თორემ მაგაზე არ ვფიქრობთ. სხვათა შორის, შემოთავაზება ძალიან ბევრი იყო და ახლაც არის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უარს ვამბობდით და ვამბობთ ამ ეტაპზეც.

- ევროპულ ქვეყნებზეა საუბარი?
- მაგას არ აქვს ახლა დიდი მნიშვნელობა - შემოთავაზება ბევრია. ყველა სპორტსმენს შეუძლია, რომელიმე შემოთავაზების მიღება, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვაკეთებთ ამას იმის გამო, რომ ჩვენ ქართველი გულშემატკივარი გვყავს და, შეძლებისდაგვარად, მათ გახარებას ვცდილობთ.

ვისაც არ უხარია და არ სურს ძიუდო წარმატებული იყოს, ეს უკვე მისი პირადი პრობლემაა.

- ანუ, კონკრეტულად, რომელიმე პიროვნების წინააღმდეგი არ ხართ?
- კიდევ ერთხელ ვუსვამ ამას ხაზს: პირადად არავისთან დაპირისპირება არ გვაქვს. ეს არის ქვეყნის სახეობა, ქვეყნის სპორტი და ამ სპორტს ვინც ნორმალურად არ მიხედავს, იმ ადამიანის ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნებით იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ის ვერ მუშაობს და ვერ აკეთებს თავის საქმეს. ყოველთვის ვიტყვით, რომ ეს ასე არ არის.

ასევე იხილეთ:
ქევხიშვილი ზვიადაურზე: თავში აქვს ეტყობა მაგას პრობლემა

მართლა ყინავს თუ არა ძიუდოს აკადემიაში? "ლელო" დარბაზს ესტუმრა

ირაკლი უზნაძე: გათბობა გამორთული იყო თუ ჩართული, არ ვიცი, მაგრამ დარბაზში ციოდა

დავით ქევხიშვილი: ზვიადაურის მხრიდან, სულ მართალიც რომ იყოს, ეს სისაძაგლეა
მკითხველის კომენტარები / 68 /
თუ შენი სამშობლოსჰიმნს აკვრევინებენ ეს ქართველი ბიჭები ----მსოფლიოს@ უნდა მივუტევოთ და ხმა ჩავიკმინდოთ თუ მათი სწორ მამულიშვილები ვერ გახდით ჯერ ჯერობით, და მომავალის ჩვენს ენს ციცკრის ვარსკვლავის ამობრწყინებას ველოდებით დაუღალავად გარჯითა და ნიჭისა იმედით,ჩვენითა.
Qvabuldze mindia -
02 თებერვალი 2016 18:27
0
ღირსეული მანამ ხარ სანამ უღირს საქციელს ჩაიდენ. მერე კი უღირსი და ,,უძღები შვილი" გქვია. მე არ ვამბობ, რომ უნდა ჩავქოლოთ ან დავასამაროთ, არა რათქმაუნდა, ამ წერილებით მოტივაციას ვუქმნით, რომ დროულად მოეგონ გონს! მეტი პატივისცემა მშობელ ქვეყანას და იმ ხალხს ვისაც მათი წარმატება უხარიათ.
iraklis
02 თებერვალი 2016 18:23
0
ვაჟკაცი ხარ მართალი ხარ ირაკლი აფხაიძე,არ ღირს ამდენი ქაქანი იმ ქართველ ბიჭებზე ვინს სამშობლოს ჰიმნი ერთხელ მაინც ააჟღერა დუნიაზე გენაცვალეთ ქართველობაში ქართველო
studentebi kamрusidan, harvard university
02 თებერვალი 2016 18:15
0
Aravis Namusis Mocmenda AR MINDA Ubralod Zaluan Texavs Ro tu vinme girseuli gamogvichnda unda chazirot da davasamarot. Imitomac vart sadac vart da didxans ver cavalt cin
Irakli apkhaidze
02 თებერვალი 2016 17:58
0
თუ ჰიმნს აკვრევინებს ესეიგი უნდა მიუტევო ქვეყნის და გულშემატკივარის შეურაცყოფა?! ჰიმნი და ჩინ მედლები რა ,,ინდულგენციაა" ?! თუ იმის გამო რომ შესაძლოა კვლად ააჟღერონ ქვეყნის ჰიმნი შენიშვნა არ უნდა მივცეთ და შეცდომებზე ვერ უნდა მივუთითოთ? შენ თუ გინდა ნამუსი მოუწმინდო შენი საქმეა! სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია! მათი ფსიქოლოგია და ბუნებაგანწყობა უკვე ერთ ადგილას კიდია გულშემატკივარს. ბოდიში მოიხადონ და სანქციას შეუმსუბუქთებათ!
ირაკლი აფხაიძეს
02 თებერვალი 2016 17:28
0
Me ar mitqvams ro yvelaze chkviani da patrioti var, shengan gansxvavebit saxeli da gvari miceria da klaviaturas ar vefarebi
Irakli apkhaidze
02 თებერვალი 2016 17:26
0
ასეთი ფორმით, "ტონით", ტერმინებით და დიდაქტიკური პათოსით... შენს თავს მიხედე უპირველესად. არ ჩანხარ ყველაზე ჭკვიანი და პატრიოტი!
ირაკლი აფხაიძეს!
02 თებერვალი 2016 16:28
0
გამოვდივარ ინიციატივით შევაგროვოთ თანხები და გრელკები შევუძინოთ, რათა არ დატოვონ ქვეყანა და არ შეგვარცხვინონ.
ინიციატივა
02 თებერვალი 2016 16:08
0
ამ კომენტარის ავტორთაგან არავის აქვს უფლება რამეზე მიუთითოს ამ ბიჭებს, რომლებმაც ყველაზე მეტჯერ ააჟღერეს ქართული ჰიმნი და შეახსენეს სამყაროს საქართველოს არსებობა. სამშობლოს სახელით საუბარს ჯობია ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და დათვალოს ქვეყნისთვის რა გაუკეთებიათ. მართლა ყველა ნონა გაფრინდაშვილი ხო არაა ამ ტონით ისაუბროს ამ ბიჭებზე. ხშირად გაიგონებთ ფეხბურთში არიესო, რაგბშიც არიესო და ახლა ძიუდოშც რევენო... მსგავსი კომენტარებისა და აჟიტირების ავტორებსაც აქვთ ამ ,,არევაში" წილი და მოდი რა ყველამ ჩვენი ასარევი დავაყენოთ ერთ ადგილზე და სიტუაციის განმუხტვას თუ არ შევეცდებით უაზრო ლანძღვით და ჭკუის დარიგებით მაინც ნუ ვღიზიანებთ ამ ბიჭებს. დარწმუნებული ვარ ბევრი არეულობის მოსურნეა ჩასაფრებული ამ ბიჭების ,,დათრევაზე" ქვეყნის შიგნიტაც და გარეთაც.
ირაკლი აფხაიძე
02 თებერვალი 2016 15:43
0
ნაცების დროს არც დარბაზი გქონდათ და არც გათბობა რატომ მაშინ არ მოინდომეთ სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა ხმა არავის ამოგიღიათ
salo
02 თებერვალი 2016 15:37
0

სიახლეები პოპულარული