პარიზის გრანდ-სლემი. II დღე: ავთანდილ ჭრიკიშვილი მეოთედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) პარიზის გრანდ-სლემის მეოტხედფინალში გავიდა.

ჭრიკიშვილმა ჰოლანდიელი მეტოქე ნილ ვან დერ კამერი იპონით დაამარცხა.

მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტი უნგრელ ლაცლო ცოკნიაის შეხვდება.

ავქ გეტყვით, რომ მერვედფინალში ვარლამ ლიპარტელიანი (90) უზბეკ შერალ იურაევს დაუპირისპირდება.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და გურამ თუშიშვილი ტურნირის პირველივგე შეხვედრებში დამარცხდნენ.

+100-ში ადამ ოქრუაშვილი პირველივე შეხვედრაში ფრანგ სპორტსმენთან დამარცხდა. რაც შეეხება ლევან მათიაშვილს, ის მერვედფინალში გერმანელ ანდრე ბრეიტბარტს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული