საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზანის ევროპის ჩეპმიონატის ფინალში რუსეთს დაუპირისპირდა.

პირველი ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა (66). ჩვენებურმა თავიდან მეტოქეს ვაზარი დაუთმო, შემდეგ კი მთელი შეხვედრა ცდილობდა სიტუაციის შეცვლას, თუმცა ბოლოს რუსმა იპონზე დააგდო - 0:1 რუსეთის სასარგებლოდ.

ამის შემდეგ ტატამზე ნუგზარ ტატალაშვილი (73) გავიდა. ტატალაშვილი თავიდანვე იუკოთი დაწინაურდა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც - 1:1 გათანბრდა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) რუსი მეტოქე ჯერ ვაზარზე, შემდეგ კი იპონზე დააგდო და საქართველო წინ გაიყვანა - 2:1.

ვარლამ ლიპარტელიანი რუს სპორტსმენთან იუკოთი აგებდა, თუმცა შემდეგ მეტოქე
იპონზე დააგდო - 3:1 და საქართველო ევროპის ჩემპიონია!

ბოლო ფორმალური შეხვედრა ლევან მატიაშვილსა და რუს მეტოქეს შორის დამატებით დროში გადავიდა, საადც ქართველმა გაფრთხილება მიიღო და დამარცხდა. საბოლოდ ფინალი საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშით 3:2 დასრულდა.

- "მამა, მაგარი ლაშა, ჩილიკა" - ლიპარტელიანის შვილის მილოცვა ძიუდოისტებს [VIDEO]

- ევროპის ჩემპიონატი. საქართველო ვაჟთა შორის მედლების რაოდენობით პირველია!
მკითხველის კომენტარები / 23 /
ეს ტრიუმფია!!! ფანტასტიკა!!! ვიქტორია!!! გამარჯვება!!! გილოცავთ!!! გამადლობთ უზომო სიხარულისათვის!!! სულ მალე საქართველოს ჰიმნზე რუსეთის ჯარისკაცები "ჩესტზე" დადგებიან. ეს უკვე მესამედ!!!
tngh
19:43 24-04-2016
0
გიიიილოოოოოოოოოცააააააააააააააააააააავთ!!!
ზურა
19:54 24-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული