ბაქოს გრანდ სლემი. I დღე: ქართველების ძალიან ცუდი სტარტი

AutoSharing Option
დღეს, 6 მაისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებულ გრანდ სლემზე ძალზე წარუმატებლად იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებიდან ლუხუმ ჩხვიმიანმა (60), ვაჟა მარგველაშვილმა, გელა კელიხაშვილმა (ორივე 66) და გოგონათა შეჯიბრებაში ჩვენმა ერთადერთმა მონაწილე მარიამ ჯანაშვილმა (57) იჭიდავეს, თუმცა ტურნირში გამოსვლა ადრევე დაასრულეს.

სასტარტო შეხვედრები დათმეს ჩხვიმიანმა, მარგველაშვილმა და ჯანაშვილმა, ხოლო კელიხაშვილმა მხოლოდ პირველი ორთაბრძოლა მოიგო.

ტურნირი ხვალ გაგრძელდება და კვირას, 8 მაისს დასრულდება. მედლებისთვის ფრიდონ გიგანი, ანზორ ხმიადაშვილი (73), კობა მჭედლიშვილი, ამბაკო ავალიანი (81), თორნიკე ჯუღელი, უშანგი მარგიანი (90), ბექა ღვინიაშვილი,
ლაშა ტაველური
(100), ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100) იბრძოლებენ.

ასევე იხილეთ:
ბაქოს გრანდ სლემი: წარმატება ყველაზე მეტად ბექა ღვინიაშვილს სჭირდება
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი სიტყვით: კატასტროფა
სამი სიტყვით: უარესი არ შეიძლება
Vakhtangi
15:51 06-05-2016
0
ვაჟიკოზე დამწყდა გული თორემ სხვებისგან დიდი შედეგი არც იყო მოსალოდნელი. რატომ შევიდა ასე უყურადღებოდ? არადა განთესილებში გადავიდოდა მედლის შემთხვევაში. იმედია ტრავმა მაინც არ მიიღო ხელზე.
fraternity
16:56 06-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული