ზვიად გოგოჭურმა რიოში გამგზავრებამდე ბრატისლავაში ვერცხლი მოიპოვა

AutoSharing Option
ზვიად გოგოჭურმა (100) ამ უქმეებზე ბრატისლავაში იჭიდავა "ევროპის ძიუდოს თასზე", სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამჯერად მან ერთი წონით ზევით - 100 კილოგრამში იჭიდავა, თუმცა ამას წარმატებაში ხელი არ შეუშლია. ფინალამდე გოგოჭურმა სამი პაექრობა ჩაატარა და ყველა იპონით მოიგო. მან დამაჯერებლად დაამარცხა პოლონელი პატრიკ ბრონიეკი, იტალიელი მატია რივა და უკრაინელი სემენ რაკიტა.

სამწუხაროდ, მან ფინალში ტრავმის გამო ვერ შეძლო საჭიდაოდ გასვლა გერმანელ დინო პფაიფერთან
და მერე ვერც კვარცხლბეკზე დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი.

შეგახსენებთ, რომ გოგოჭურმა რიო დე ჟანეიროს პარაოლიმპიადის საგზური მოიპოვა და იქ გამარჯვების ძალზე დიდი შანსიც აქვს - დღემდე, სადაც კი იჭიდავა პარაშეჯიბრებებში, ყველგან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ის ბრაზილიაშიც თუ გაიმარჯვებს, პარაოლიმპიადის მომგები პირველი ქართველი გახდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული