ჩემს შემცვლელს ოლიმპიურ ჩემპიონობას ვუსურვებ - რატომ იცვლის წონას ვალერი ლიპარტელიანი

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვალერი ლიპარტელიანმა წონითი კატეგორიის შეცვლასთან დაკავშირებით Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლის პრიზიორი 90 კგ-მდე წონით კატეგორიიდან 100-ში გადადის. ნაკრებში მის ადგილზე, დიდი ალბათობით, ბექა ღვინიაშვილი დაბრუნდება.

- გადაწყდა: ვალერი ლიპარტელიანი 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში იჭიდავებს

"კი, ნამდვილად გადაწყვეტილი ამბავია, რომ 100 კგ წონით კატეგორიაში გადავალ. ეს გადაწყვეტილება თავად მივიღე!

საერთოდ, სპორტში ყველაზე მაგარი რამ ჯანსაღი კონკურენციაა. თუ მას გაურბიხარ - არ ხარ ძლიერი სპორტსმენი. ჩემი შემთხვევა ვინმესთვის რამის დათმობა და წონის
გაცვლა არ არის. უბრალოდ, წონას ვეღარ დავიკლებ და ამიტომაც ვიცვლი კატეგორიას.

ვინც იქნება ამიერიდან ნაკრებში 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში, მსურს, მთელი გულითა და სულით წარმატებები ვუსურვო და მინდა, ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს.

ჩემი ოცნება ოლიმპიადაზე ამ წონით კატეგორიაში, ზვიად ზვიადაურისა და ირაკლი ცირეკიძის შემდეგ, ოქროს მედლის მოპოვება იყო, მაგრამ ვერ მოვახერხე... იმედი მაქვს, ამას ჩემი შემცვლელი შეძლებს!", - გვითხრა ლიპარტელიანმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნაღდად უკუღმა გესმით ნათქვამი ზოგიერთებს.... ლიპარტელიანი თავად ამბობს წონის კლება მიწევდაო, 7-8 კგ-ს ვიკლებდიო და ვინმესთვის ახალია, რომ ეს ენერგიის დიდ დეფიციტს გამოიწვევდა?? როგორ უნდა მოეგო ბეიკერისთვის, რომელიც ფავორიტად მოისაზრებოდა და ერთ-ერთი ფიზიკურად საუკეთესოდ მომზადებული მოჭიდავეა მსოფლიოში?? თუ გადასასვლელი იყო, ბარემ გადასულიყო და ეგ ბავშვი აღარ ეწვალებინათ არც მეორე ლიცენზიისთვის და არც თავისზე ბევრად მაღალ მოჭიდავეებთან, რომლებსაც ვერც ხელს აწვდენდა და ვერც ფეხს....
უსახელო მრავალწერტილს კი პასუხის ღურსადაც არ ჩავთვლი, სპორტი, გუნდურობა იმას ნისნავს, რომ ყველა სამართლიანად უნდა მიუდგეს საქმეს....
gogia
16:43 22-08-2016
0
მედა შე კაი კაცო, ამდენს რომ იკლებდი და ენერგიის ხარჯი დიდი გქონდა, შარშანვე გადასულიყავი 100ში და მიგეცა ღვინიაშვილისათვის ის შანსი, რაც ეკუთვნოდა....
მაინც დიდი მადლობა მიღწეული შედეგისთვის...
gogia
14:29 21-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული