ამდენად, 30 სექტემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში 36 დელეგატი მხოლოდ ქევხიშვილის კანდიდატურას უყრის კენჭს.
30 სექტემბერს ძიუდოს ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართება. პრეზიდენტის არჩევნების გარდა, დღის წესრიგში განვლილი 4-წლიანი ციკლის შეფასებაც იქნება და დაამტკიცებენ ფედერაციის ხელმძღვანელ ორგანოებს - აღმასკომს, ვიცე-პრეზიდენტებსა და გენერალურ მდივანს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"