რიო 2016: ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 სექტემბერს რიოს პარალიმპიადაზე 90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში გოგოჭურმა უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში არგენტინელ ხორხე ლენსინასთან იპონით იმარჯვა. გოგოჭურმა იპონით იმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც მეტოქედ ამერიკელი დარტანიონ კროკეტი ერგო.

აღსანიშნავია, რომ პარალიმპიადაზე გოგოჭურმა საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. აქამდე ეს არავის გაუკეთებია.

იხილეთ ინგლისური ვერსია:
- Georgian Para-judoka wins first Paralympic gold in Georgia’s history
მკითხველის კომენტარები / 9 /
ზამთრის პარაოლიმპიადაზე 3 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული ვლადიმერ ნაზღაიძეს.სნოუბორში.
სამ დისტანციაზე გამოვიდა და სამივეში ოქო აიღო.
იაპონიაში.
ნიკო
23:38 10-09-2016
0

ყ ო ჩ ა ღ !
ღმერთმა დაგლოცოს !!!
მაინც გვყავს 90 კგ ოლიმპიური ჩემპიონი!
glaxuna
23:50 10-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული