დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად ახალი ოთხწლიანი ვადით აირჩიეს

AutoSharing Option
დავით ქევხიშვილი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად ახალი ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას, რომელიც სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" ჩატარდა, 36 დელეგატიდან 30 ესწრებოდა. დავით ქევხიშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. დამსწრე დელეგატებმა მის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

პრეზიდენტად არჩევამდე დავით ქევხიშვილმა დელეგატებს და მოწვეულ სტუმრებს თავისი ოთხწლიანი მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა.

ყრილობამ, პრეზიდენტის წარდგინებით, პირველ ვიცე-პრეზიდენტად დავით ხახალეიშვილი დაამტკიცა, ვიცე-პრეზიდენტებად - ზაზა გულბიანი, ზაქრო კევლიშვილი და ცეზარ ჩოჩელი, ხოლო გენერალურ მდივნად - გიორგი ათაბეგაშვილი.

დელეგატებმა ასევე დაამტკიცეს აღმასრულებელი
კომიტეტის ახალი შემადგენლობა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარუმატებლობის დაფასებაც ასეთი უნდა. დაუფასდა ქართველი ძიუდოისტების მიერ არცერთი ოქროს მოპოვება რიოს ოლიმპიადაზე? ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში სადაც წარუმატებლობისთვის ფედერაციის პრეზიდენტს თანამდებობაზე ვტოვებთ. მაგრამ საქონელი, სახელად ნამუსი, არ აქვთ ძიუდოს ფედერაციის სუბიექტებს. ქუჩაში გამვლელი რომ აირჩიოთ გარანტიას გაძლევთ უკეთეს შედეგს თუ არა, იგივე შედეგს ნამდვილად გაიმეორებს ტოკიო 2020-ში.
ლუკა
02:57 02-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული