ყიზილორდის რაიონში დასრულდა ყაზახური კურესის (შუა აზიური ჭიდაობა) ტრადიციული ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც ქართველი ძიუდოისტი ლევან მატიაშვილი გახდა.
ტურნირში მონაწილეობა ყაზახმა, ქართველმა, მონღოლმა, ყირგიზმა და უზბეკმა მოჭიდავეებმა მიიღეს.
მატიაშვილმა ფინალში ყაზახი ვარსკვლავი აიბეკ ნუგიმაროვი დაამარცხა. მესამე ადგილზე გავიდა კიდევ ერთი ჩვენებური გურამ თუშიშვილი.
გამარჯვებულმა ავტომობილი "ლადა გრანტა" მიიღო, ხოლო თუშიშვილს მე-3 ადგილისთვის 300 ათასი ტენგე შეხვდა (დაახლოებით 1000 ევრომდე).
"ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ტურნირი ბრწყინვალედ ორგანიზებულია. ეს სპორტის ნამდვილი ზეიმია. საინტერესო მეტოქეები შემხვდა. მადლობა ყაზახეთს გულთბილი დახვედრისთვის", - განაცხადა გამარჯვებულმა მატიაშვილმა.
16:08 18-10-2016
ძიუდოისტმა ლევან მატიაშვილმა ყაზახეთში ტრადიციული ჭიდაობის ტურნირი მოიგო
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მიდი მატე, მიდი მატე, ოქროს ოქრო მიუმატე. წარმატებებიი.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული