ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი: ჩხვიმიანის, მარგველაშვილისა და გიგანის გამარჯვება

AutoSharing Option
26 ნოემბერს, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორებს 60, 66 და 73 კგ-მდე წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ.

უმჩატეს წონაში გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა, რომელსაც ფინალში ამირან პაპინაშვილი არ გამოუცხადდა. აქ ბრინჯაოს მედლები რობინზონ ბეგლარაშვილმა და გიორგი ბროლაშვილმა მოიპოვეს.

66-ში ვაჟა მარგველაშვილმა იმარჯვა, ვინც გადამწყვეტ შეხვედრაში ლაშა გიუნაშვილს მოუგო. ბრინჯაოს პრიზიორები თორნიკე თათარაშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილი გახდნენ.

73-ში ქვეყნის ჩემპიონი ფრიდონ გიგანი გახდა, ვიცე-ჩემპიონი - ნუგზარ ტატალაშვილი. ბრინჯაოს მედლები კი გიგა გიგაურმა და ომარ ნიაზაშვილმა
დაისაკუთრეს.

საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში ხვალ, 27 ნოემბერს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამარტალმა პური მიირტვა
tato
09:03 28-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული