U23. ევროპის ჩემპიონატი: ქართველების 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ აპრილს, უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში დაიწყო 23 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ სტილში. ტურნირის პირველ დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშა, ქართველმა ფალავნებმა კი სამი: 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები რამაზ ზოიძე (71) და გელა ბოლქვაძე (80) გახდნენ, ხოლო დათო ჩხარტიშვილმა (59) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავნებიდან უმედლოდ მხოლოდ კუკური კირცხალია (98) დარჩა.

ხვალ, 2 აპრილს ტურნირზე მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის ედნარ შავაძე (66),ბაკურ გოგოლი (75), ლაშა გობაძე (85) და
ზვიად პატარიძე (130) იბრძოლებენ. გულშემატკივარს შეხვედრების ლაივ-სტრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატზე მანამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს. ჩვენმა ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო და ამდენივე - ბრინჯაო.


- U23. ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი - ჩემპიონი ზედიზედ მეორედ! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
.პატარიძეს მაგრად მოუკლია, უშანსოდ წააგო ვიღაც ლიტველთან. საერთოდ კი ნაკრები არ გავდა ნაკრებს...ძალიან მოუმზადებლები იყვნენ, ფიზიკა ხომ საერთოდ...ერთადერთი გობაძემ იბრძოლა ბოლომდე წაგებულ ბრძოლაში.მეტი გამოსარჩევი არაფერი იყო.
maximus
15:35 02-04-2017
0
რომელ საატზე იცხება დაცერეტ.მადლობტ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული