განმარტება: ქართველი მოჭიდავეები შეკრებას ოკუპირებულ ყირიმში არ გაივლიან

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია განმარტავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მზადებას არა ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ალუშტას ბაზაზე, არამედ რუსეთის ფედერაციაში, ადლერში გაივლის.

ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ წინა დღეს გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი ნაკრები ალუშტაში გაივლიდა შეკრებას, რამაც გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. ფედერაციის პრესსამსახურის განმარტებით კი, ეს იყო მექანიკური შეცდომა, რომელიც საუბრისას იქნა დაშვებული.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა უფროსი ასაკის ნაკრები რამდენიმე დღეა უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის ადლერში შეკრებაზე იმყოფება, ხოლო დღეს გუნდს 23 წლამდე ასაკის წევრებიც შეუერთდებიან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებენ მზადებას.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ჯერ ერთი ადლერი ხომ სულ დედა რუსეთია მაგრამ აქ ბევრის მკვირს და ზოგადად კოსოვოზე ან ოკუპირებულ კიპრზე რატო არაფერს ამბობთ თუ რუსეთია მსოფლიოშიმარტო ოკუპანტი? კიდე კაი სქაქრთველო უფრო მრავალ მილიონანი არ არი თორემ აღებდნენ მსოფლოს ჩვენი მენტალიტეტი რო ვიცი.
amiro
05 აპრილი 2017 18:58
0
აუუ აქ ეხლა ისეთი თემა შემოაგდეს წავა ნაცების და პოლიტიკანების ჟრიამული აღდომამდე. აი ოკუპირებულ კოსოვოში რო ჩასულიყვნენ ჩვცენები ნეტა რას დაწერდენ აქ .დდ უეჭველი გაუპრავებდენ
quTaiseli
05 აპრილი 2017 18:04
0
აუუფ,


ვითომ ურუსეთი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა იყოს და...ქართველთა გულშემატკივარი?!

რაო სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვაა ხომ?!...

glaxuna
05 აპრილი 2017 17:41
0
დაწნარდი ერი...სამაგიეროდ ოკუპანტის ტერიტორიაზე გაივლიან!!! ვინ ლობირებს ამას?!!
oh!
05 აპრილი 2017 17:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული