- [ინტერვიუ ერთი დღით ადრე] რაღაც უნდა მოვიფიქრო, რაღაც უნდა შევცვალო...
ფალავანი უკვე კიდეც დადის და გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით, გართულებების გარეშე მიმდინარეობს. მის სიცოცხლეს საფრთხე რომ არ ემუქრებოდა, ეს ხმები იმთავითვე გავრცელდა, ახლა კი მდგომარეობა შეუდარებლად უკეთესია. თურმე ექიმის თქმით, მუცლის არეში შემავალი ჭრილობისგან შინაგანი ორგანოები დაზიანებული არაა, მხოლოდ გარეგანი ხასიათის ჭრილობაა.
სპორტულ მხარეს რაც შეეხება, ჯერ ისევ
ზოგადად, ამ თემაზე გუშინ ორი ვერსია მოვისმინეთ. ერთნი შიშობენ, რომ ამ ჭრილობის საბოლოო მოშუშებას დაახლოებით 6 თვე მაინც დასჭირდება ანუ ამ ხნის განმავლობაში ვერ მიიღებს დატვირთვებს, ვერ შეძლებს ვარჯიშს, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ, მეორე ვარიანტით, თანამედროვე მედიცინა იცნობს ისეთ დამხმარე საშუალებებს, რაც ხელს შეუწყობს ჭრილობის შეხორცებას, დაიცავს მას გარეგანი ზემოქმედებისა და დატვირთვებისგან.
ცხადია, მეორე ვარიანტი შეუდარებლად უკეთესია, რადგან თუ პირველი გამართლდა, მაშინ დათუნაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს, რომელიც აგვისტოში პარიზში ტარდება.
ამ საკითხზე მთავარი სიტყვა უშუალოდ სპორტულმა ექიმებმა უნდა თქვან და დაველოდოთ მათ პასუხს, ჩვენ კი კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ მთავარია, სპორტსმენი გადარჩა და გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიდის წინ, წარმატება კი ისევ იქნება.