ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სასარის ტურნირში გამოვა

AutoSharing Option
დღეს, 26 მაისს, იტალიის ქალაქ სასარიში მატეო პელიკონეს მემორიალი გაიმართება სამივე სტილის მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის, თუმცა მასში საქართველოდან მხოლოდ ბერძენ-რომაელები მიიღებენ მონაწილეობას.

27-ში სასარიში ანალოგიური შეჯიბრება უფროსთა შორისაც ტარდება, თუმცა ჩვენები იქ არ გამოვლენ. ჩვენი ეროვნული გუნდები გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტურნირებისთვის ემზადებიან, მერე კი მსოფლიოს პირველობისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავლენ.

სასარიში სოსო ჯაბიძემ ჩვენი ბერძენ-რომაელები ოპტიმალური შემადგენლობით წაიყვანა - წონაში მხოლოდ თითო კაცი. გამონაკლისი მარტო ერთ წონაში - 55 კილოგრამში დაუშვა, სადაც ორი მონაწილე დააყენა. იქ ჩვენი
გუნდი ასეთი შემადგენლობით გამოვა:

55 კგ. რამაზ სილაგავა, ნუგზარ ხეცურიანი
60 კგ. ლერი აბულაძე
66 კგ. გიორგი კურტანიძე
74 კგ. ბექა მამუკაშვილი
84 კგ. თემურ ჭკუასელიძე
96 კგ. გიორგი ბარბაქაძე
120 კგ. ზვიად პატარიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული