ზვიად პატარიძემ (120) 1:08 წამში 8:0 გაანადგურა რუსი გიორგი გაჯინოვი და ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.
გიორგი კურანიძემ (66) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (55) და თემურ ჭკუასელიძე (84).
ჯამში საქართველოს ბერნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
წარმატებები ბიჭებს, მართლაც არნახული ბერძნულ-რომაული ახალგაზრდული ნაკრები გვყავს!