თან ისევ ერთობლივი წვრთნის ფორმატი აირჩიეს და ისევ - რუსებთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ მათ ევროპის ჩემპიონატის წინაც მზადების ერთი ეტაპი რუსებთან გაიარეს, ოღონდ მაშინ თუ ზღვისპირეთში ვარჯიშობდნენ, ამჯერად მთას მიაშურეს. კონკრეტულად - ჩრდილო კავკასიას, ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან კურორტ პრიელბრუსს, სადაც მათთან ერთად შეკრებაზე რუსეთისა და უზბეკეთის გუნდებიც
პრიელბრუსი - ესაა ჩრდილო კავკასიის ერთ-ერთი მაღალმთიანი კურორტი, 5642 მეტრზე აღმართული იალბუზის მთის ჩრდილოეთ მხარეს, რომელიც მისწრებაა ექსტრემალური ტურიზმის და თხილამურებით სრიალის მოყვარულთათვის, თუმცა სუფთა ჰაერისა და შედარებით დაბალი ტემპერატურის გამო ზაფხულობით იქ სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც ინტენსიურად გადიან საწვრთნელ ეტაპს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზეც ჩვენი გუნდის წევრები ამ შუა ივლისში დათოვლილი მთების ფონზე, საკმაოდ თბილად ჩაცმულები დგანან.
ბექა როყვამ და ვლადიმერ გეგეშიძემ ბალყარეთში პირველ-მეორე შემადგენლობა წაიყვანეს - წონაში 2-2 კაცი. ეს შეკრება 12 ივლისს დაიწყო და 27-ში დამთავრდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"