ნენად ლალოვიჩი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური პრეზიდენტია

AutoSharing Option
18 მაისს მოსკოვში გამართულმა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესმა სერბი ნენად ლალოვიჩი ოფიციალურად აირჩია ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად.

შეგახსენებთ, რომ ის დროებით ასრულებდა ამ მოვალეობას მას შემდეგ, რაც თებერვალში პოსტიდან გადააყენეს ძველი პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი.

ლალოვიჩი ფილა-ს 2014 წელს გასამართ კონგრესამდე უთავკაცებს, როცა ახალი არჩევნები გაიმართება. სერბმა 125 ხმა მიიღო 7-ის წინააღმდეგ.

მოსკოვურ კონგრესზე ფილა-მ წესებში შეტანილი ცვლილებებიც წარადგინა და გადაწყდა, რომ მსოფლიოს წლევანდელი პირველობა ახალი წესებით ჩატარდება.

ამ მხრივ უმთავრესი სიახლეა, რომ გაუქმდა ბურთულის ამოღება და დამატებითი დრო. სამი ორწუთიანი პერიოდის
ნაცვლად, ამიერიდან ორი სამწუთიანი იქნება, ანუ მცირდება პერიოდების რაოდენობა, თუმცა იზრდება საჭიდაო დროის ხანგრძლივობა.

გამარჯვებული დაგროვებული ქულების რაოდენობით გამოვლინდება, როგორც ეს ადრე ხდებოდა და მკაცრად დაისჯება პასიური ჭიდაობა - პირველ ჯერზე სიტყვიერი გაფრთხილებით, რასაც განმეორების შემთხვევაში, უკვე ქულაც დაემატება.

იგივე პრინციპი იმოქმედებს ზონიდან გასვლაზეც - ადრე თუ ფეხის გადგმაც ქულით ისჯებოდა, ახლა ასე ფეხის სანტიმეტრების აზომვას აღარ დაიწყებენ, მაგრამ ზონიდან გასვლა, ანუ ლეიბიდან გაქცევა დაისჯება.

წესებში სხვა ბევრი სიახლეც შევიდა, თუმცა ბევრი რამე ჯერაც გასარკვევია - კონგრესის მონაწილენი ყველა წვრილმანზე ვერ შეთანხმდნენ.

ახალი წესები უკვე 19 მაისსვე გამოიცადა აშშ-ის, რუსეთისა და ირანის სამატჩო შეხვედრაზე, თუმცა საბოლოო ვარიანტის შეჯერებამდე, სავარაუდოდ, კიდევ შეიცვლება რაღაცები.

ასევე იხილეთ:
რაფაელ მარტინეტი ფილა-ს უტევს
ევროპის ჩემპიონატის ექო: ორგანიზება - კარგი, პრობლემები - ქართული
სკანდალის გაგრძელება: შევინარჩუნოთ ჭიდაობა ოლიმპიადაზე
ნუგზარ სხირელი: "ფილას" უსამართლობას ყოველთვის ვაპროტესტებდი

საჭიდაო სამყარომ აქცენტი უფრო სუფთა რეპუტაციის ადამიანზე უნდა გააკეთოს

FILA-ს პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი თანამდებობიდან გადააყენეს
რას ეწირება ჭიდაობა? FILA ოლიმპიური მოძრაობის სირცხვილად იქცა!

FILA გლობალურ ცვლილებებს გვპირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული