ვერ გეტყვით, მისი რისხვის გასანეიტრალებლად იყო თუ არა, მაგრამ 10 მაისს ფედერაციის სასამართლო არბიტრაჟმა არც მწვადი დაწვა, არც - შამფური: აქეთ ლალოვიჩისა და კონგრესის ლეგიტიმურობა სცნო, იქით კი მარტინეტი ფილა-ს...
მარტინეტიმ თუ იმ რეალობიდან ამოსვლა და აქამდე მიღწევა მოახერხა, დიდი შანსია, მომავალში კვლავაც ფილა-ს "რუხ კარდინალად" იქცეს - მას რომ დიდი გავლენა ჰქონდა ბიუროზე, საიდუმლოდ არავისთვის რჩებოდა...
ამ კომიკურ სიტუაციას ბეჭედი რუსეთის "საჭიდაო მამამ" - მიხეილ მამიაშვილმა დაუსვა, მარტინეტის ბიუროში დატოვება სოლომონისეული (ანუ გონივრული) გადაწყვეტილება იყოო.
საჭიდაო სამყაროსგან მას შემდეგ არაფერი მიკვირს, როცა თებერვლის იმ სკანდალის შემდეგ, ჭიდაობის ოლიმპიადიდან ამოღების რეკომენდაცია რომ გახმოვანდა, მარტინეტის პოსტზე დატოვებას ბიუროს 21 წევრიდან 10-მა დაუჭირა მხარი და მისი გადაყენება მხოლოდ ერთმა ხმამ გადაწყვიტა, მაგრამ დინების აღმა ამდენი ცურვაც მეტისმეტია. ბარემ ოფიციალურად დააბრუნონ და ის იქნება!
ვეჭვობ, მოჭიდავეები იმდენს იზამენ, სოკ-ი თუ რამე დათმობაზე ფიქრობდა წასვლას, იმასაც გადააფიქრებინებენ და ოლიმპიადის პროგრამაში დატოვება კი არა, კინწისკვრით გამოაგდებენ იქიდან.
თუმცა არც ისაა გამორიცხული, ფილა-ს ეს გადაწყვეტილება სოკ-თანაც იყოს შეთანხმებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მგონია, ამდენი გაებედოთ. მით უფრო, ვრცელდება ცნობები, რომ სოკ-ის აღმასკომს მიეცა რეკომენდაცია, ამოსაღებად შეგულებული რვა სახეობიდან ჭიდაობა, სქვოში და კარატე დატოვოს ოლიმპიადის პროგრამაში.
ეს საკითხი საბოლოოდ სექტემბერში ბუენოს აირესში გადაწყდება. მანამდე კი, 18 მაისს ჯერ მოსკოვში ფილა-ს რიგგარეშე კონგრესი ჩატარდება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებით, სადაც ლალოვიჩი ერთადერთი პრეტენდენტი იქნება (ყოველ შემთხვევაში, ჯერ სხვა კანდიდატი არ არის დასახელებული) და აირჩევენ კიდეც, მერე კი 30 მაისს სოკ-ის აღმასკომი ზემოხსენებული რვა სახეობის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას განიხილავს.
ამასობაში საინტერესო განცხადება გააკეთა თავად ლალოვიჩმა, როცა ფილა-ს განზრახვა გაამხილა, ოლიმპიადაზე ვაჟებს თითო წონას მოვაკლებთ და ქალებს დავუმატებთო. მას არ დაუზუსტებია, რომელი წონების ამოღებას აპირებენ, მაგრამ არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლაპარაკია ორივე სტილის ჭიდაობაში 55-55 კილოგრამების ამოღებაზე.
თუ ეს განხორციელდა, მაშინ ჭიდაობაშიც, ძიუდოს მსგავსად, წონების ათვლა 60 კილოგრამიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის პროგრამაში ვაჟების 7-7 წონაა, ქალებისა - მხოლოდ 4, დაანონსებული რეფორმით კი თამაშებში მათი რიცხვი გათანაბრდება. თანამედროვე მსოფლიოს და მათ შორის სპორტის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგია ხომ ქალთა როლისა და წარმომადგენლობის გაზრდაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სკანდალის გაგრძელება: შევინარჩუნოთ ჭიდაობა ოლიმპიადაზე
სოკ-ი ჭიდაობის შენარჩუნებაზე ალაპარაკდა - რას მოგვიტანს 7 მარტი
ნუგზარ სხირელი: "ფილას" უსამართლობას ყოველთვის ვაპროტესტებდი
საჭიდაო სამყარომ აქცენტი უფრო სუფთა რეპუტაციის ადამიანზე უნდა გააკეთოს
FILA-ს პრეზიდენტობას მიხეილ მამიაშვილს უწინასწარმეტყველებენ
FILA-ს პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი თანამდებობიდან გადააყენეს
რას ეწირება ჭიდაობა? FILA ოლიმპიური მოძრაობის სირცხვილად იქცა!
FILA გლობალურ ცვლილებებს გვპირდება