ლევან ქავჟარაძემ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა

AutoSharing Option
ჩერნოგორიულ ბარიში გრძელდება ევროპის პირველობა ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის, სადაც ტურნირში უკვე ბერძენ-რომაელები ჩაებნენ.

22 ივნისს იქ ხუთმა ქართველმა იჭიდავა და მხოლოდ ერთი ვერცხლი დაისაკუთრეს. ეს 58 კილოგრამში მოასპარეზე ლევან ქავჟარაძემ შეძლო. მან პირველი ორ შეხვედრაში ვადამდე იმარჯვა - მასპინძელ ივან მადზგალისთან 6:0; 2:0 იმარჯვა, ესტონელ ოტ საართან - 4:0; 4:0. ნახევარფინალში უნგრელ ერიკ ტორბას 3:0 სძლია, ფინალში კი სომეხ არმან მელიკიანთან 3:7 წააგო.

სხვა ჩვენებურებიდან გიორგი ჩხარტიშვილი (50) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, თემურ ჭელიძემ (42), გიორგი მელიამ (69) და გიგა ქოქოლაძემ
(85) კი თითო ორთაბრძოლა მოიგეს.

ევროპის ჩემპიონატი კვირას დასრულდება და კიდევ ხუთი ჩვენებური იჭიდავებს: თემურ შავაძე (46), გიორგი კურტანიძე (54), მინდია ბოლქვაძე (63), ირაკლი თარხნიშვილი (76) და ზვიად პატარიძე (100).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული