22 ივნისს იქ ხუთმა ქართველმა იჭიდავა და მხოლოდ ერთი ვერცხლი დაისაკუთრეს. ეს 58 კილოგრამში მოასპარეზე ლევან ქავჟარაძემ შეძლო. მან პირველი ორ შეხვედრაში ვადამდე იმარჯვა - მასპინძელ ივან მადზგალისთან 6:0; 2:0 იმარჯვა, ესტონელ ოტ საართან - 4:0; 4:0. ნახევარფინალში უნგრელ ერიკ ტორბას 3:0 სძლია, ფინალში კი სომეხ არმან მელიკიანთან 3:7 წააგო.
სხვა ჩვენებურებიდან გიორგი ჩხარტიშვილი (50) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, თემურ ჭელიძემ (42), გიორგი მელიამ (69) და გიგა ქოქოლაძემ
ევროპის ჩემპიონატი კვირას დასრულდება და კიდევ ხუთი ჩვენებური იჭიდავებს: თემურ შავაძე (46), გიორგი კურტანიძე (54), მინდია ბოლქვაძე (63), ირაკლი თარხნიშვილი (76) და ზვიად პატარიძე (100).