ირაკლი შავაძე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 2 ივლისს დაწყებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი დღეს ხალიჩაზე ბერძენ-რომაელთა 4 წონითი კატეგორიის ფალავნები ასპარეზობენ.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე ქართველმა შეძლო ნახევარფინალში გასვლა.

ხვიჩა ჭითავა (60), ლაშა გობაძე (74) და კუკური კირცხალია (96) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ, ხოლო ერთადერთი ქართველი, რომელმაც ნახევარფინალური ეტაპი გადალახა, ირაკლი შავაძეა (50).

შავაძე ფინალში უკრაინელ ევგენი უდინსკის დაუპირისპირდება.

შავაძემ ფინალამდე აზერბაიჯანელი და თურქი მეტოქეები დაამარცხა. ტურნირის პროგრამის მიხედვით, ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 20.00 საათიდან დაიწყება.

ასევე იხილეთ:
2 ივლისს ახალგაზრდა მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას
იწყებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული