მოჭიდავე ფირუზ წულუკიძეს მუსულმანობის გამო ტერორისტებთან კავშირს აბრალებენ

AutoSharing Option
ჭაბუკებში ევროპის ორგზის პრიზიორ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ფირუზ წულუკიძეს (ახალგაზრდული ნაკრების წევრი) უშიშროების სამსახურები ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ.

როგორც სპორტსმენის მეგობარი თემურ ბახუნდარიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, წულუკიძეს რელიგიური ნიშნით დევნიან.

"თვითონ ფირუზი ვერ დაგელაპარაკებათ, ძალიან გამწარებულია, მობილურიც კი დაამტვრია, იმ დონეზე მიიყვანეს ბიჭი.

ადამიანი, რომელიც არის ევროპის ორგზის ჩემპიონი, საქართველო მრავალგზის ჩემპიონი და წლევანდელი ახალგაზრდული ტურნირის ჩემპიონი, მუსულმანობის გამო ტერორისტებთან კავშირშია დადანაშაულებული.

ამ ბოლო დროს შემოგვიტიეს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა - გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ საშიშნ
ი ამ სახელმწიფოსთვის.

არ ვიცი,
რაში გამოიხატება ეს საშიშროება, რადგან კანონს არ ვარღვევთ. წულუკიძეს მუსულმანობის გამო შეუქმნეს პრობლემა, იმიტომ, რომ არ გაიპარსა წვერი და არ მოეშვა ლოცვებს. ამისთვის კომპიუტერში გადაუსვეს წითელი ხაზი და ქვეყნიდან გაუსვლელობა მოსთხოვეს.

ბიჭმა მსოფლიო ჩემპიონატამდე "სბორები" გაიარა, ნაკრები კი მის გარეშე გაფრინდა".


თემურ ბახუნდარიძის თქმით, სპორტსმენს პირდაპირ უთხრეს, რომ ვაჰაბისტებთან მეგობრობის გამო ნაკრების არასასურველი წევრი იყო. მას წვერის გაპარსვა შესთავაზეს, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.

"პირდაპირ უთხრეს, არასასურველ პირებთან გაქვს საქმეო, რადგან ჩემთან და მუსულმან ძმებთან მეგობრობს. კი მაგრამ, ვისთან იმეგობროს? მუსლიმანს მუსლიმანი სულიერი ძმები უნდა ჰყავდეს.

ეს პრობლემა 1 თვეა დაიწყო - 3-4-ჯერ დამიბარეს უშიშროების სამსახურში და მითხრეს, რომ სამწვრთნელო საქმიანობა უნდა შემეწყვიტა.

მე მწვრთნელი ვარ, ამიკრძალეს ისლამის მოწოდება, ამიკრძალეს ბავშვებთან ურთიერთობა. მე რომ არ დავეთანხმე, ბავშვებზე დაიწყეს ზეწოლა - მივიდნენ მშობლებთან და გააფრთხილეს, ბავშვები არ ატაროთ, თორემ პრობლემებს შეგიქმნითო.

ფირუზიც არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს და აგრძელებდა აქტიურ მუსულმანობას. ამიტომაც შეუქმნეს პრობლემები. უთხრეს, წვერი გაიპარსეო, რაზეც უპასუხა, სულ ვერ გავიპარსავ და დავიმოკლებო. დაიმოკლა კიდეც, მაგრამ ამათთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი",
- -ამბობს ბახუნდარიძე "გურია ნიუსთან".

მისი თქმით, ბათუმის პოლიციაში თემურ კვანტალიანმა დაიბარა და უთხრა, თუ ვაჰაბისტებს თავს არ დაანებებდა, მასაც და მის სპორტსმენებსაც დიდ პრობლემებს შეუქმნიდნენ.

"თუ სამართალს ვერ მივაღწიე, საქართველოს მოქალაქეობაზე ვიტყვი უარს და საჯაროდ განვაცხადებ, რომ ჩემი რელიგიური რწმენის გამო ვექვემდებარები დევნას. თუ ესეც არ იქნება საკმარისი, მაშინ ცოლ-შვილთან ერთად დავტოვებ ამ ქვეყანას.

ჩვენ ყველას ტერორისტებს გვეძახიან. ბათუმში ვცხოვრობ და თუ მუსულმანი ძმა მოვა სტუმრად, ღამის გასათევს ვაძლევ. თუ ესაა ტერორიზმის ხელშეწყობა, არ ვიცი. მე არავისთვის ხელყუმბარა არ მიმიცია და არ მითქვამს, ააფეთქეო. სტუმართმოყვარეობაა ტერორიზმი?"


"გურია ნიუსი" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მოჭიდავის ჩემპიონატზე გაშვება ჭიდაობის ფედერაციის პრეროგატივაა. ჩვენ ფედერაციაშიც დავრეკეთ. ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწემ გვითხრა, ჩვენ რა შუაში ვართ, სახელმწიფოა მაგ საქმეში ჩარეულიო.

"გურია ნიუსმა" ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურთან სცადა დეტალების გარკვევა. პრესსამსახურმა სპორტსმენის ჩემპიონატზე წაუსვლელობის განსხვავებული ვერსია შემოგვთავაზა - მათი თქმით, ფირუზ წულუკიძემ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც სათადარიგო სპორტსმენით ჩაანაცვლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე კომენტარის გაკეთებას დაგვპირდა. პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის თქმით, ფირუზ წულუკიძე რომ მართლა ტერორისტებთან კავშირში იყოს დადანაშაულებული, მას დააპატიმრებდნენ.

ეკა ალფაიძე
gurianews.com
მკითხველის კომენტარები / 16 /
წვერი რა შუაშია მასე თავისუფლებშიც ბევრს აქვს მოშვებული წვერი მაგალითად მარსაგიშვილს,მოძმანას და ა.შ.მარა არ გამიგია მაგათთვის წვერის გაპარსვა მოეთხოვოთ
maxro
16:44 12-02-2014
0
გუნერის საყურადღებოდ, ქართველებიც გავქრისტიანდით, ასე რომ არ გავჩელივაერთ ქრისტიანებად..........
ბარემ
04:18 13-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული