მარადი აბულაძემ თეირანში, "იადიგარ იმამის თასზე" ვერცხლის მედალი დაისაკუთრა

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლი მოიპოვა თეირანში დასრულებულ "იადიგარ იმამის თასზე", რომელსაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარადი აბულაძემ დაისაკუთრა.

ფინალამდე მან სამი შეხვედრა მოიგო - ერაყელი მოჰამედ კარეენ მოჰამედი 8:0, ჩრდილო კორეელი ვონ ჰაკ რი 2:1; 6:3, ნახევარფინალში კი იაპონელი ჰიეუკი ოტოიზუმი ისევ 8:0 პირველივე პერიოდში დაამარცხა.

ფინალი აზერბაიჯანელ აზად ალიევთან 0:7; 0:4 დათმო.

თეირანში ჩვენი გუნდი სათადარიგო შემადგენლობით გამოვიდა. დანარჩენი ქართველებიდან მედლისთვის მხოლოდ დებიუტანტმა ვახტანგ ხალვაშმა (85) და ირაკლი ქაჯაიამ (98) იჭიდავეს, თუმცა - უშედეგოდ. ხალვაში პირველივე
შეხვედრაში ირანელთა მომავალ გამარჯვებულ მოჯტაბა კარიმფარისთან დამარცხდა, დამამშვიდებლის ფინალი კი ისევ მასპინძელ დავოოდ აკბარისთან წააგო.

პირველივე წრეში დამარცხდა ქაჯაიაც და ესეც ირანელთან - მომავალ ფინალისტ ალი ალიარიფაიზაბადისთან. სანუგეშოში ჯერ სომეხი მოვსეს ადამიანი დაამარცხა, მაგრამ ირანელ დავოდ აბედინზადეჩდორჩისთან წააგო.

საინტერესოა, რომ ამ ირანელმა ძირითად ბადეში ირაკლის უფროსი ძმა - მიხეილ ქაჯაიაც დაგვიმარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული