ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" სტამბოლში სამი მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
1 თებერვალს ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს სტამბოლში დაწყებულ ვები ემრეს ტურნირზე - 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ვერცხლის მედლებს მინდია წულუკიძე (71) და თორნიკე ძამაშვილი (80) დაეუფლნენ, მესამეზე კი სოსო ჯაბიძე (98) გავიდა.

წულუკიძე ფინალში აზერბაიჯანელ რასულ ჩუნაევთან დამარცხდა, ძამაშვილმა კი ბელარუს ვიკტარ სასუნოუსკისთან წააგო...

ვები ემრეს ტურნირი დღეს, 2 თებერვალს დასრულდება, ლეიბზე საასპარეზოდ კი 66, 75, 85 და 130 კილოგრამის ფალავნები გავლენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული