ქართველ მოჭიდავეთა წარმატება საფრანგეთში

AutoSharing Option
კვირას ქართველმა მოჭიდავეებმა პარიზში, "ოქროს დიდ პრიზზე" კიდევ 5 მედალი მოიპოვეს, რომელთაგანაც 1 ოქროა, დანარჩენი - ბრინჯაო.

ჩემპიონი "ბერძენ-რომაელი" ზურაბ დათუნაშვილი (75) გახდა, მისი თანაგუნდელები - ლაშა გოგიტაძე (59), მანუჩარ ცხადაია (75) და ვასილ იმერლიშვილი (85) მესამეზე გავიდნენ. "თავისუფლებში" ბრინჯაო იოსებ ხუციშვილმა (74) მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ დათუნაშვილმა ნახევარფინალში ცხადაიას მოუგო - 1:0, იმერლიშვილს კი ვლადიმერ გეგეშიძე არ გამოუცხადდა საჭიდაოდ.

ამდენად, პარიზში ჩვენმა "ბერძენ-რომაელებმა", საერთო ჯამში, 7 მედალი მოიპოვეს - 4 ოქრო და 3 ბრინჯაო, "თავისუფალთა" მონაგარი კი 2 ოქრო და
1 ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ შაბათს "ბერძენ-რომაელთაგან" ჩემპიონები რევაზ ლაშხი (66), ზურაბ დათუნაშვილი (75), გიორგი ცირეკიძე (80) და იაკობ ქაჯაია (130) გახდნენ, "თავისუფალთაგან" კი - ზვიად მეტრეველი (97) და გიორგი მეშვილდიშვილი (125).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული