ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია გახდა

AutoSharing Option
ჭიდაობის ფედერაციას ორი წლის განმავლობაში ვეტერანი მოჭიდავე, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია უხელმძღვანელებს.

კვირკველიამ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში 59 დელეგატის ხმა დააგროვა. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, პარლამენტის დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა კი 43 ხმა მიიღო. 3 ხმა კი ხმის დამთვლელმა კომისიამ ბათილად ცნო.

არჩევნებს დელეგატები დემოკრატიულად აფასებენ. მათი თქმით, ღირსეულმა კონკურენტმა გაიმარჯვა.

კენჭისყრისა და ხმების დათვლის შემდეგ არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.

მანუჩარ კვირკველიას თქმით, ის საკუთარ ენერგიას და დროს ჭიდაობის განვითარებას მაქსიმალურად მოახმარებს.

ჭიდაობის ფედერაციაში ყრილობა და
კენჭისყრა 13:00 საათიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, არჩევნებმა მთლიანობაში ექსცესების გარეშე ჩაიარა.

თავდაპირველად 4 კანდიდატურა იყო დაყენებული, თუმცა ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეხლა აყვავდება ჭიდაობა სულ ოლიმპიური ჩემპიონები გვეყოოლება...! ვაი საცოდავო საქართველო საით მიექანები......?!
alberta
20:51 26-12-2014
0
ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი. მანუჩარი კარგი კაცია, მაგრამ, არ მგონია, ჭკუა და გამოცდილება ეყოს ამ მაფიოზებთან საბრძოლველად.
Zurab
06:40 27-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული