ქართველი მოჭიდავეების კიდევ 3 ოქრო მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ფრანგულ მაიკონში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში წარმატებით გამოდიან ქართველი ბერძენ-რომაელები - ზაზა სილაგაძის შეგირდებმა დღეს კიდევ სამი ოქრო მოიპოვეს.

31 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონები ოზურგეთელი დავით ჩხარტიშვილი (55), ხელვაჩაურელი რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ზოიძემ და პატარიძემ ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ეს ტიტული, ორი თვის წინ კი ასევე წყვილად გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

ჩხარტიშვილმა ფინალში იაპონელ იო ნამბას 3:2 მოუგო. ზოიძემ გადამწყვეტ შეხვედრაში უფრო დამაჯერებლად მოუგო კაჰარმან კისიმეტოვს - 5:1, პატარიძემ კი წმინდად, 10:0 დაამარცხა თურქი ოსმან
კენან ილდირიმი.

ბერძენ-რომაელებმა ამ ჩემპიონატზე მანამდე კიდევ ერთი ოქრო მოიპოვეს - გიორგი მელიამ (96), ხოლო ნუგზარ წურწუმია (50) მესამეზე გავიდა. ამ გუნდმა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზეც ოთხი ოქრო დაისაკუთრა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ, წარმატებები.
giga
01 სექტემბერი 2016 09:40
0
რა ვიცი ყველა წარმატება მიხარია ჩვენების მაგრამ აზრი რა აქვს ამ სკოლის ასაკის მედლებს. ოლიმპიადამ შეაჯამა წინა ოთხი წლის ნამუშევარი და ჯამში მივიღეთ ერთი ბრინჯაო. ამ ოთხიდან, ოთხი წლის შემდეგ ერთი ოქროც რომ წამოვიღოთ ტოკიოდან წამატება ის იქნება თუ არადა ეს ასაკობრივი მედლები ტონა გვაქვს მე მგონი ჭიდაობის ყველა სახეობაში და ოლიმპიადა კი ერთი კინკილა ოქროთი ჩავამთავრეთ.
.........
01 სექტემბერი 2016 00:39
0

ყოჩაღ ბიჭებო,

ასე გააგრძელეთ-ოლიმპიური ჩე,პიონები უნდა გახდეთ
მწვრთნელები ამუშავეთ ეროვნულ ნაკრებშიც !!!
სპორტსმენებს
სულ არ ეტყობოდათ არანაირი დაღლა,
პირიქით კიდე იჭიდავებდნენ 5 წუთს -

მართლა ზლიერად ამზადებენ ბიჭებს!!!
glaxuna
31 აგვისტო 2016 23:59
0
დღეს ჩვენების ყველა ბრძოლას ვუყურე, მაგრები არიან, ყველამ დამაჯერებლად მოიგო ყველა ორთაბრძოლა, მაგრამ ეს პატარიძე რომ ჭიდაობს, არ ვიცი... მეოთხედ გახდა ჩემპიონი. მთელი ერთი კი არა, ათი თავით აჯობა ყველას. ნახევარფინალი ნახევარ წუთში მოიგო, ფინალი წუთნახევარში, ორივე ნოლზე. ის თურქი ფინალში რომ მოისროლა, გაოგნებული დარჩა ხალიჩაზე, ეს რა იყოო, გონზე ვერ მოდიოდა:)) ეს ბიჭი დიდი ტალანტია:-) ვულოცავ ყველას, ვინც გულშემატკივრობდა.
ჯანო ჯანდიერი
31 აგვისტო 2016 23:53
0
გენაცვალეთ! შრომა,შრომა და კიდევ შრომა და იქნება ოლიმპიური ოქრო! მარჯი,მარჯი საქართველო!!!
გია თუთბერიძე
31 აგვისტო 2016 23:31
0
თქვენ გეანაცვალეთ ლომებო, გილოცავთ ამ უდიდეს წარატებას, სასწაული თაობაა, ბრავო სილაგაძე. ძალიან მაგრები ხართ დიდებშიც მალე მოგველოცოს იგივე წარმატებები
vito
31 აგვისტო 2016 22:48
0

სიახლეები პოპულარული