მიხეილ მამიაშვილი: დათუნაშვილმა და შარაფეტდინოვმა ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს

AutoSharing Option
რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ მამიაშვილმა 19 ნოემბერს "ევროპის ერთა თასზე" ქართველი და რუსი მოჭიდავეების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ევროპის თასზე" საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ ზურაბ დათუნაშვილმა (80) და რუსმა იმილ შარაფეტდინოვმა შეხვედრის დროს იჩხუბეს, რის გამოც ორივე სპორტსმენი ტურნირიდან მოიხსნა.

- ქართველმა მოჭიდავემ რუს სპორტსმენთან იჩხუბა [VIDEO]

"შეჯიბრებას არ ვესწრებოდი, მაგრამ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას ვესაუბრე. მცირე ინციდენტი მოხდა, რომელიც მეგობრული ხელის ჩამორთმევით დასრულდა. ეს ჭიდაობაა, სპორტის ძალისმიერი და უხეში სახეობა. შესაძლოა, ვიღაცას ნერვებმა უმტყუნა.

მოჭიდავეებმა
ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს", - ციტირებს მამიაშვილს sport-express.ru.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული