თელეთობა, ფალავნობა და ანაბაჯის თასი

AutoSharing Option
თელეთში (გარდაბანი) უკვე მრავალი წელია გივი გურულიშვილის თაოსნობით იმართება ქართული ჭიდაობა, რომელიც ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულთან ანუ "თელეთობასთანაა" დაკავშირებული.

თბილისის გარეუბანში თელეთი ოდითგანვე, ჯერ კიდევ ერეკლე მეორეს დროიდან ითვლებოდა ქართული ჭიდაობის მექად. აქ თვით ლეგენდარულ ანაბაჯსაც კი უჭიდავია...

წლევანდელ "თელეთობაზე" ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა პაექრობები.

სხვათა შორის, ზემო თელეთის ზეიმს სტუმრებიც ბევრი ჰყავდა. მათ შორის იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, გარდაბნის რაიონის ხელმძღვანელები და ცნობილი სპორტსმენები.

ქართული ჭიდაობის გარდა თელეთობის ზეიმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ფეხბურთელთა ტურნირიც,
სადაც გარდაბნელებმა იმარჯვეს.

ქართულ ჭიდაობაში კი წონითი კატეგორიების გარდა გაიმართა აბსოლუტური პირველობა, სადაც ცოცხალი პრიზი -ჭედილა გამოცდილმა ვალერი იმერლიშვილმა მოიგო. ხოლო ყველაზე ტექნიკური მოჭიდავის ანუ "ანაბაჯის პრიზი" ნიკა ბაშარულმა დაიმსახურა.

კვარცხლბეკი:
70 კგ. 1. ნიკა ბაშარული (თელეთი), 2. ვასილ ბერუაშვილი (რუსთავი), 3 თამაზ ზურაბიშვილი (ვაშლოვანი).
80 კგ. 1. გიორგი ბაჯიაშვილი (მუხათი), 2. ზაურ გაგნიძე (რუსთავი), 3. გიორგი ბიჩელაშვილი (თიანეთი).
90 კგ. 1. ლაშა ბერიძე (რუსთავი), 2. თორნიკე ოთინაშვილი (სამაჩაბლო), 3. გიორგი კობაიძე (ახალსოფელი (თეთრიწყარო).
აბსოლუტური. 1. ვალერი იმერლიშვილი (რუსთავი), 2. თედო აბელაშვილი (უჯარმა), 3. გიორგი ბიჩელაშვილი (თიანეთი).

გაბრიელ ბარჯაძე
ავტორის ფოტო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული