ქართული ჭიდაობის შეჯიბრებები კი ძალოვნებს შორის არახალია.
თბილისში, ორხევში, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინ, სახელდახელოდ მოწყობილ ქართული ჭიდაობის ღია მოედანზე გაიმართა ძალოვანი სტრუქტურების პირველობა ქართულ ჭიდაობაში, რომელსაც ორხევის დასახლების უამრავი ქომაგი დაესწრო.
"საჭიდაოს" დამკვრელების: თემო პაპაშვილის, სულხან სულაძის და გიორგი ბატიაშვილის დასტა აქ ღამის 11 საათამდე აჟღერებდა დოლსა და ზურნას ძალგულოვანი ძალოვნების წასაქეზებლად.
სხვათა შორის, ყველა გამარჯვებული საკმაოდ ცნობილი მოჭიდავეები არიან: გელა ბარათაშვილი (60 კგ. კონსტიტუციური
შეჯიბრებაზე გათამაშდა ორი ცოცხალი პრიზი - ორი ჭედილა. აბსოლუტურ პირველობაზე ყველას აჯობა და ჭედილა მოიპოვა ევროპის 2000 წლის ჩემპიონმა სამბოში ნიკო ბიბილაშვილმა. მისმა გუნდმა, ანუ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა კი არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი და მეორე ჭედილა დაიმსახურა. სხვათა შორის, გამარჯვებულ გუნდში იყო კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონი სამბოში გელა ბარათაშვილი (60 კგ).
გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"