ქართულ ჭიდაობაში ზონალური პირველობა გაიმართა

AutoSharing Option
ზონალურ პირველობაზე იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის რაიონებისა და ქალაქების ჭაბუკმა ქართულის მოჭიდავეებმა ჭიათურაში იასპარეზეს. ეს ტურნირი სპორტული და არამარტო სპორტული თვალსაზრისით არაფრით ჩამოუვარდებოდა აღმოსავლეთ საქართველოში გამართულ მსგავს შეჯიბრებას.

რაც შეეხება მასპინძლობას, ჭიათურა ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა. ამჯერად ქართულ ჭიდაობას მხარში ადგილობრივი საკრებულო და სპორტული სკოლა დაუდგა. ტურნირმაც კარგად ჩაიარა.

შეჯიბრების საუკეთესო მოჭიდავის პრიზი ჭიათურის სპორტულმა სკოლამ მიშიკო ბუზალაძეს (70 კგ) გადასცა. როგორც ყოველთვის, ტურნირს მსაჯობდნენ ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მსაჯები.

კვარცხლბეკი
50 კგ. 1. ირაკლი ჯანიაშვილი (ზესტაფონი), 2. ენვერ
ლაცაბიძე (საჩხერე), 3. ნიკა ხეცურიანი (ჭიათურა).
55 კგ. 1. გენო ბახტაძე (ზესტაფონი), 2. მინდია ცერცვაძე, 3. ავთანდილ მინდელი (ორივე - ქუთაისი).
60 კგ. 1. გუსტან იოსელიანი (ქუთაისი), 2. გიორგი გოგოლაძე (საჩხერე), 3. ვანო შეყილაძე (ქუთაისი).
65 კგ. 1. ვახტანგ ჭუმბურიძე, 2. ლაშა ჭიტაძე (ორივე - საჩხერე), 3. ონისე ხვარეშია (თერჯოლა).
70 კგ. 1 მიშიკო ბუზალაძე (ჭიათურა), 2. ვაჟა კვანტიძე (ქუთაისი), 3. დიმიტრი ზაქაშვილი (საჩხერე).
75 კგ. 1. ჯაბა ლიპარტელიანი (ქუთაისი) 2. ნიკა დავაძე (საჩხერე), 3. მალხაზ მუშკუდიანი (ცაგერი).
80 კგ. 1. ამირან ჯუღელი (ზესტაფონი), 2. დავით სოფრომაძე (ჭიათურა), 3. ილია მაჭარაშვილი (საჩხერე).
+ 80 კგ. 1. ერეკლე ზარნაძე (თერჯოლა), 2. დავით შეყილაძე (ჭიათურა), 3 . ავთანდილ ჯუღელი (ზესტაფონი).

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული