უნივერსიადა 2012: სტუდენტები ჩოხაში

AutoSharing Option
ჩვენ ეროვნულ საუნჯეს, ქართულ ჭიდაობას ყველა პატივს უნდა მიაგებდეს. წლევანდელი უნივერსიადის პროგრამაში მისი ჩართვაც ამის დასტურია.

გლდანში, ოლიმპიური მზადების ცენტრში გამართული სტუდენტთა ასპარეზობა, მართალია, ხალხმრავალი არ ყოფილა, მაგრამ თვით ფაქტია მისასალმებელი. მასობრიობა მოვა, თუკი უმაღლესი სასწავლებლები დაინტერესებას გამოიჩენენ.

ჯერჯერობით მეტწილად ძიუდოსა და სამბოში დაოსტატებულებმა სტუდენტებმა მოირგეს ქართული ჩოხა და საპატიო კვარცხლბეკზეც უფრო მათ ვხედავდით.

კვარცხლბეკი
60 კგ. 1. თორნიკე კაპანაძე (სამედიცინო უნივერსიტეტი), 2. ლევან ბერბერაშვილი (სოხუმის უნივერსიტეტი), 3. ვანო ბაქრაძე (აგრარული უნივერსიტეტი).
65 კგ. 1. პაატა მერებაშვილი (გორის უნივერსიტეტი), 2.
ზაზა სიმონიშვილი (ილიას უნივერსიტეტი), 3. ზაურ ღოღელიანი (სდასუ).
70 კგ. 1. ვანიკო თოთლაძე (ტექნიკური უნივერსიტეტი), 2. შოთა ოქროპირიძე (გორის უნივერისტეტი), 3. გიორგი არაბული (ილიას უნივერსიტეტი).
75 კგ. 1. თორნიკე ჯუღელი (ტექნიკური უნივერსიტეტი), 2. რევაზ თვაური (აგრარული უნივერსიტეტი), 3. პაატა დოლიაშვილი (სოხუმის უნივერსიტეტი).
80 კგ. 1. გიორგი ბიჩელაშვილი (ილიას უნივერსიტეტი), 2. ლაშა ყიზილაშვილი (ტექნიკური უნივერსიტეტი), 3. არჩილ უსტარაშვილი (აგრარული უნივერსიტეტი).
90 კგ. 1. გიორგი კობაიძე (ილიას უნივერსიტეტი), 2. პაატა აბულაძე (აგრარული უნივერსიტეტი), 3. ირაკლი ნანიევი (ტექნიკური უნივერსიტეტი).
+ 90 კგ. 1. გიორგი ზაქარიაძე (ტექნიკური უნივერსიტეტი), 2. გიორგი ქავთარაძე (ილიას უნივერსიტეტი), 3. შმაგი ბერუაშვილი (აგრარული უნივერსიტეტი).
გუნდური: 1. ტექნიკური უნივერსიტეტი, 2. აგრარული უნივერსიტეტი, 3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული