რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა დავით გაგოშიძემ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მონაწილეობით გამართულ ზონალურ ტურნირზე ბრძანა - მალე ცაგერის ცენტრში დაიწყება ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობაო, რამაც დამსწრე საზოგადოების მქუხარე ტაში გამოიწვია.
მეორე ამბავი კი ქუთაისელი სპორტის მესვეურებისგან შევიტყვეთ: ამ ქალაქში ახლახან დაუწყიათ ქართული ჭიდაობის ერთადერთი სპორტდარბაზის დანგრევა!.. ახლის მშენებლობაზე კი მათ არაფერი უთქვამთ...
ცაგერის ძველი სპორტდარბაზი ქართული ჭიდაობის ადგილობრივი ქომაგებით იყო გაჭედილი. ისინი დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს მუსიკის ჰანგების
ცაგერელებისთვის ზონალური პირველობა ნამდვილ ზეიმად იქცა. თუმცა კარგად ორგანიზებულ შეჯიბრებაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი ჯილდო ქუთაისელებმა მოიპოვეს. მასპინძლებსაც ერგოთ ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო.
თასით დაჯილდოვდა ცაგერის ქართული ჭიდაობის ამაგდარი კობა ქომეთიანი. ჯილდო მას ქართული ჭიდაობის კოორდინატორმა, საქართველოს რვაგზის ფალავანმა ალექსი დავითაშვილმა გადასცა.
კვარცხლბეკი
60 კგ. 1. ალეკო ბართია (ქუთაისი), 2. გიორგი ნასყიდაშვილი (ზესტაფონი), 3. გოგა კაპანაძე (ჭიათურა).
66 კგ. 1. გიორგი კაცაძე (ქუთაისი), 2. მირიან ენუქიძე (ჭიათურა), 3. ნუგზარ ქურასბედიანი (ქუთაისი),
73 კგ. 1. ნიკა ბიწაძე (ქუთაისი), 2. ირაკლი წერეთელი (ჭიათურა), 3. თორნიკე მურცხვალაძე (ცაგერი).
81 კგ. 1. ალექსანდრე ქურასბედიანი, 2. გიგა არჩვაძე (ორივე - ქუთაისი), 3. გრიგოლ სოფრომაძე (ტყიბული).
90 კგ. 1. დავით ქომეთიანი (ცაგერი), 2. იასონ ნემსაძე (ქუთაისი), 3. დიმიტრი ტაბატაძე (საჩხერე).
+90 კგ. 1. ონისე ბუღაძე, 2. გოგი კილაძე (ორივე - საჩხერე), 3. გურამ წულუკიძე (ქუთაისი).
გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"