მთავარი პრიზი - ხარი

AutoSharing Option
ფალავნებით განთქმულ კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ამ დღეებში გაიმართა ქართულ ჭიდაობაში ცნობილი ფალავნის, სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, იოსებ მაღალაშვილის სახელობის ტურნირი შიდა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და თბილისის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

საუკეთესოები მხოლოდ ერთ - აბსოლუტურ წონით კატეგორიაში უნდა გარკვეულიყო. პირველობა კი არავის დაუთმო მეტეხელმა ფალავანმა, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა შმაგი შარიფაშვილმა.

ფინალში მან რუსთაველ გიორგი კილაძეს აჯობა. მესამე ადგილზე გავიდა ხოვლელი გიორგი მიქუტაშვილი. გამარჯვებულს ხარი გადასცეს პრიზად. ჯილდოები ერგოთ საპრიზო ადგილებზე გასულებსაც. ასპარეზობა ცნობილი ადგილობრივი სპეციალისტის,
ოლეგ იაძის
მიერ იყო ორგანიზებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული