ჭიათურლობა-2010

AutoSharing Option
წლევანდელ ჭიათურლობაზე ერთმა სტუმარმა ზემო იმერეთის მოზეიმე ქალაქს შვეიცარია უწოდა, სადაც სხვა სანახობებთან ერთად მოცურავეთა, მორბენალ-მარათონელთა, კალათბურთელთა და მინიფეხბურთელთა ტურნირები გაიმართა.

ყველაზე საინტერესო და ხალხმრავალი იყო იაშვილის ქუჩაზე ახალ სპორტკომპლექსში გამართული ქართული ჭიდაობა.
დიდი ხანია ჭიათურაში ქართული ჭიდაობის მუსიკა არ აჟღერებულა. მოზეიმე ჭიათურლები და მათი უკრაინელი და ლატვიელი სტუმრები მოიხიბლნენ ორთაბრძოლების სიმწვავით. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტის გამგეობამ და "ჯორჯიან მარგანეცმა" ფულადი პრემია დააწესა ქართული ჭიდაობის ღია ტურნირის ჩემპიონ-პრიზიორებისათვის.

ორგანიზატორებ მასპინძლებს მცირე დეტალიც კი არ გამორჩენიათ, რომ ასპარეზობა შთამბეჭდავი ყოფილიყო.

კვარცხლბეკი
60 კგ. 1.
გიორგი ტაბატაძე (გორი), 2. ტრისტან ფეიქრიშვილი (კასპი), 3. პაატა მერებაშვილი (გორი).
70 კგ. 1. ბექა ბერიაშვილი (კასპი), 2. გიორგი პაპუნაშვილი (გორი), 3. უჩა ხუციშვილი (ჭიათურა).
80 კგ. 1. გოჩა ხუციშვილი (ჭიათურა), 2. პაატა ღვინიაშვილი, 3. ნოდარ კუდუხაშვილი (გორი).
90 კგ: 1. თედო აბელაშვილი (თბილისი), 2. გიორგი ბოლოთაშვილი (გორი), 3. ფრიდონ ზურაბიანი (თბილისი).

შეჯიბრება-ზეიმის შემდეგ სტუმრებიც და მასპინძლებიც ერთსულოვნები იყვნენ ერთ რამეში. ქართული ჭიდაობის სერიოზული ტურნირები ხშირად უნდა ტარდებოდეს ჭიათურაში, სადაც კარგად იციან შეჯიბრებების მოწყობა და ქომაგობა.


გაბრიელ ბარჯაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული