სასიკეთო ძვრები ქართულ ჭიდაობაში

AutoSharing Option
თბილისში ჩატარდა საქართველოს პირადი პირველობა 1996-97 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, რომელშიც მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის რეგიონების, ქალაქებისა და რაიონების 173 მოჭიდავე.

სანამ გაეცნობით შეჯიბრების გამარჯვებულებსა და პრიზიორებს, გაუწყებთ იმ სასიამოვნო სიახლეების შესახებ, რომლებმაც თავი იჩინეს ამ შეჯიბრების ჩატარებისას.

კერძოდ, საგრძნობლად გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობა, შესამჩნევად ამაღლდა სპორტის ხელმძღვანელთა დამოკიდებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით ქართული ჭიდაობისადმი.

პოზიტიურ განწყობას აძლიერებს ის გარემოებაც, რომ განზრახულია, ქვეყანაში აიგოს 20-მდე დახურული საჭიდაო არენა. ყველგან, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, უქმე დღეებში გაიმართება მასობრივი შეჯიბრება-ზეიმები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული
ჭიდაობის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

ზემოხსენებული პირველობა ჩატარდა მაღალ ორგანიზაციულ და სპორტულ დონეზე (მთავარი მსაჯი - საქართველოს ორგზის ფალავანი ოთარ ყურაშვილი), საზეიმოდ ასწიეს ეროვნული დროშა, ჟღერდა ჰიმნი, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო ფასიანი საჩუქრებით.

ეს სასიამოვნო ატმოსფერო კიდევ უფრო დაამშვენა ჩოხიან ჭიდაობებში ღვაწლმოსილი უხუცესების, ქრისტეფორე ნინიაშვილისა და შოთა ზუკაკიშვილის დაჯილდოებამ. ვეტერანებს ფულადი პრემიები გადასცეს ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა და დავით ზეიკიძემ.

შეჯიბრების პარალელურად, გაიმართა ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს ცნობილი ბიზნესმენი დავით ზეიკიძე, ხოლო პრეზიდიუმის წევრად საქართველოს ფალავანი აბესალომ წიკლაური.

კვარცხლბეკი
50 კგ. 1. ვანო ნინიაშვილი (დმანისი), 2. ივანე ხუბაშვილი (თბილისი), 3. გიორგი მირუაშვილი (გორი).
55 კგ. 1. თემო ჯოხაძე (ყვარელი), 2. ანზორ მაჩიტაძე (ფოთი), 3. ლევან ჩხვიმიანი (დმანისი).
60 კგ. 1. გიორგი ზუბაშვილი (გორი), 2. თამაზ ნოზაძე (ხაშური), 3. საბა ნემსიწვერიძე (ქუთაისი).
65 კგ. 1. გიორგი მეტრეველი (ხაშური), 2. ბაჩო ჭიკაიძე (დედოფლისწყარო), 3. გიორგი დილებაშვილი (თბილისი);
70 კგ. 1. თორნიკე მახათაძე (თბილისი), 2. გიორგი გულიაშვილი (ყვარელი), 3. გივი ოზაშვილი (დედოფლისწყარო);
75 კგ. 1. ნიკა სიდამონიძე, 2. გიორგი მულაძე (ორივე - ქარელი), 3. ჯაბა ლიპარტელიანი (ქუთაისი);
80 კგ. 1. დავით იმერლიშვილი (ქარელი), 2. ბესარიონ ქოქაშვილი (გორი), 3. ბექა შერაზადიშვილი (ქარელი);
+80 კგ. 1. ზაზა გოჯიაშვილი (თბილისი), 2. გიორგი ფარადაშვილი (ქარელი), 3. ბაქარ კუხიანიძე (ქუთაისი).

იური იმერლიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული