მით უფრო, მშობლიურ სოფელში როგორ დათმობდა გამარჯვებას.
ასეც მოხდა - ფინალში მან ქარელელ ზვიად კაპანაძეს აჯობა.
წონითი კატეგორიების სამეულები
60 კგ. 1. გიორგი ვარძელაშვილი, 2. ლაშა გიუნაშვილი (ორივე - ქარელი), 3. ოთარ კაიდარაშვილი (გორი);
70 კგ. 1. ზურაბ ნოზაძე (ხაშური), 2. ზაზა სიმონიშვილი (ქარელი), 3. შალვა მურაჩაშვილი (გორი);
80 კგ. 1. გიორგი პაპუნაშვილი (გორი), 2. გია
+ 80 კგ. 1. პაატა ღვინიაშვილი, 2. ზვიად კაპანაძე (ორივე - ქარელი), 3. გიორგი ნოზაძე (ხაშური).
შეჯიბრება ქარელის რაიონის სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების (დირექტორი გია ბერუაშვილი) და საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული.
გამარჯვებულებმა და პრიზიორებმა თასები და ფულადი ჯილდოები მიიღეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"