ქართულ ჭიდაობას საგანგებოს შეფი უთავკაცებს

AutoSharing Option
გუშინ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.

ყრილობის დელეგატებმა ფედერაციის ახალ პრეზიდენტად თემურ გიორგაძე აირჩიეს. რომელიც თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი და ვეტერანი მოჭიდავეა. ყოფილმა პრეზიდენტმა უშანგი ყურაშვილმა, რომელიც საკუთარი სურვილით წავიდა თანამდებობიდან, თემურ გიორგაძეს პირველმა მიულოცა ქართული ჭიდაობის თავკაცობა.

ახალმა პრეზიდენტმა ცხრაკაციანი პრეზიდიუმის წევრები დაასახელა. ყრილობამ ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტად ოთარ ყურაშვილი, ვიცე-პრეზიდენტად სიმონ მაისურაძე და გენერალურ მდივნად ვლადიმერ იაშვილი აირჩია.

უახლოეს დღეებში გაიმართება ახალი პრეზიდიუმის პირველი სხდომა.

ახალი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ერთ კვირაში
მოეწყობა საქართველო 2010 წლის ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში.


გაბრიელ ბარჯაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული