ლუკა კურტანიძე UWW-ში ირანის ტრადიციული ჭიდაობის წარმომადგენელია

AutoSharing Option
ირანის ჭიდაობის ფედერაციამ ჭიდაობის გაერთიანებულ მსოფლიო ფედერაციაში ტრადიციული ჭიდაობის წარმომადგენლად ლუკა კურტანიძე აირჩია.

"ჩვენი გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო იმაზე, რომ ლუკა კურტანიძე ჩვენს ქვეყანასა და ჭიდაობის მსოფლიო ოჯახში არის გმირი - მოჭიდავე, რომელმაც შექმნა საკმაოდ შთამბეჭდავი სპორტული ეპოქა; მოჭიდავე, ვის მაგალითზეც ვცდილოთ აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა", - აღნიშნა ირანის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა რასულ კადემმა.

მისივე თქმით, ოქტომბრის თვეში პოლონეთში გაიმართება ტრადიციული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ლუკა კურტანიძის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პატივია ირანელი სპორტსმენებისა და მთლიანად დელეგაციისთვის. მანამდე კი თეირანში,
25-27 აგვისტოს გამართულ ტახტის იუბილეს ლუკა კურტანიძე საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ UWW-ს გადაწყვეტილებით, ტრადიციული ჭიდაობები მსოფლიო ფედერაციაში ერთიანდებიან.

"ლელოს" კორ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩიორა, გოგორიშვილი და გაბაშვილი უფრო ცნობილები და უკეთესი მოჭიდავეები არიან
ხაბაზი
15:15 02-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული