ჩვენი ბერძენ-რომაელების მსგავსად, მასში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც წარმატებით გამოვიდნენ. განსაკუთრებით - ახალგაზრდები, რომლებმაც 5 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო, ამდენივე ვერცხლი და 1 - ბრინჯაო.
გიორგი გოგშელიძის შეგირდებიდან ჩემპიონები ივერიკო ჯულაყიძე (66) და გივი მაჭარაშვილი (96) გახდნენ; ვერცხლს ტარიელ გაფრინდაშვილი (74) და ზაურ ბერაძე (84) დასჯერდნენ, ბრინჯაო კი ზურაბ ურთაშვილმა (120) მოიპოვა.
სამშობლოში ბრინჯაოთი დაბრუნება კიდევ ხუთ
გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მესამეზე გავიდა აზერბაიჯანისა და ირანის გუნდების შემდეგ.
მაჭარაშვილმა წრიული შეჯიბრება მოიგო, ჯულაყიძემ კი ფინალში აზერბაიჯანელი ფაზილ ჰასანოვი 9:5 დაამარცხა. სამაგიეროდ, მასპინძელთან დათმო გადამწყვეტი პაექრობა გაფრინდაშვილმა - მურად სულეიმანოვთან 2:12 წააგო, ბერაძე კი ირანელ კამრან ქასემპოურთან 0:11 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჯულაყიძე და ურთაშვილი ჯერ კიდევ ჭაბუკთა ნაკრების წევრები არიან.
ჩვენი ოთხი ნაკრებიდან (ორ-ორი გუნდი "თავისუფლებსა" და ბერძენ-რომაელებში) ოქროს მედლის გარეშე მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკები დარჩნენ, თუმცა გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა სხვა სინჯის 5 მედალი დაიმსახურეს: 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის მოპოვებამდე ერთადერთი მოგება დააკლდა ლაშა ბაირამოვს, ვინც ფინალში 2:13 დამარცხდა თურქ ნაილ საიართან. მესამე საპრიზო ადგილზე ვლადიმერ გამყრელიძე (50), გოგა მამიაური (69), მიხეილ ბოჭორიძე (76) და დავით ქოჩქიანი (85) გავიდნენ. ბრინჯაოსთვის დასკვნითი შეხვედრები დათმეს ამირან ვახტანგიშვილმა (58), გიორგი ბრეგვაძემ (76), ზაალ ფსუტურმა და ელგუჯა ბალანჩივაძემ (ორივე - 100). გუნდურ ჩათვლაში ჩვენები პრიზიორებში ვერ მოხვდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"