
მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს, მუხრანის ველზე მდებარე სოფელ თეზის (კასპი) ღია საჭიდაოზე გაიმართა ამ სოფლის მკვიდრის - სამბოში, სსრკ ჩემპიონის ახალგაზრდებს შორის, პაატა ჯავახიშვილის მემორიალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ყველაზე უკეთ ახალგორელებმა იჭიდავეს. იქაურმა ვაჟა კაკილაშვილმა კი აბსოლუტურ პირველობაშიც იყოჩაღა.
მის გარდა, ახალგორელთაგან პირველობა მოიპოვეს: გიორგი ტატუნაშვილმა (40 კგ), ნიკა კობერიძემ (45), ვაჟა ქულიჩიშვილმა (50), გიგა კორაევმა (55), მალხაზ მეტრეველმა (65);
სხვა წონებში გამარჯვებულები არიან - ვალერი მაჭარაშვილი (60, ლამისყანა),
გაბრიელ ბარჯაძე
ავტორის ფოტო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"