ჭიდაობა ჩვენი, ქართული: თეზში "ქართულის" სეზონი გაიხსნა

AutoSharing Option
ფოტოზე: ვაჟა კაკილაშვილი - ცოცხალი პრიზით
მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს, მუხრანის ველზე მდებარე სოფელ თეზის (კასპი) ღია საჭიდაოზე გაიმართა ამ სოფლის მკვიდრის - სამბოში, სსრკ ჩემპიონის ახალგაზრდებს შორის, პაატა ჯავახიშვილის მემორიალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

ყველაზე უკეთ ახალგორელებმა იჭიდავეს. იქაურმა ვაჟა კაკილაშვილმა კი აბსოლუტურ პირველობაშიც იყოჩაღა.

მის გარდა, ახალგორელთაგან პირველობა მოიპოვეს: გიორგი ტატუნაშვილმა (40 კგ), ნიკა კობერიძემ (45), ვაჟა ქულიჩიშვილმა (50), გიგა კორაევმა (55), მალხაზ მეტრეველმა (65);

სხვა წონებში გამარჯვებულები არიან - ვალერი მაჭარაშვილი (60, ლამისყანა),
გიორგი გაბინაშვილი
(70, თელიანი) და გიორგი მახარაშვილი (+70, ქსოვრისი).

გაბრიელ ბარჯაძე
ავტორის ფოტო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული